მთავარი»საზოგადოება»დღეს კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ 3 პაციენტის გამოჯანმრთელებას ელოდებიან

დღეს კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ 3 პაციენტის გამოჯანმრთელებას ელოდებიან

7
გაზიარებები
Pinterest Google+

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, დღეს კორონავირუსით დაინფიცირებული კიდევ 3 პაციენტის გამოჯანმრთელებას ელოდებიან.

როგორც მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, აღნიშნულ 3 პაციენტს პირველი ტესტირების შედეგად კორონავირუსი არ დაუდასტურდა, დღეს კი განმეორებით ტესტს ჩაუტარებენ.

„10 პაციენტი გამოჯანმრთელდა და პერიოდულად, დაავადების ხანგრძლივობის მიხედვით მიდის პაციენტების მონიტორინგი. როცა მათ გამოჯანმრთელებას ველით, მათ კვლევას ვიწყებთ pcr ტესტირების სახით. ასეთი ტესტირება გუშინ ჩატარებული იყო 3 პაციენტთან და იყო უარყოფითი პასუხი, ჩვენ ახლა ველოდებით 24 საათის გასვლის შემდეგ განმეორებით ტესტირებას, რის შედეგებსაც მოგახსენებთ“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

წინა პოსტი

იერუსალიმში მაცხოვრის საფლავის ტაძარი დაიხურა

შემდეგი პოსტი

მარნეულიდან გადმოყვანილ 14 დღის ჩვილს ახალი კორონავირუსი არ დაუდასტურდა