საზოგადოება

დაპირისპირება კვერცხებისა და ცოცხების თანხლებით – რა მოხდა ქუთაისში?

ქუთაისში „ქართული ოცნების” მხარდამჭერები “ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან მივიდნენ. მათ ოპოზიციის ოფისთან კვერცხები და ცოცხები მიიტანეს და შენობას დაუშინეს. ამას „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოყვა.

ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები, თუმცა სიტუაციის სრულად განმუხტვა ვერ ხერხდება.

“ქართული ოცნების” მხარდამჭერები პირველად გაერთიანებული ოპოზიციის ოფისთან მივიდნენ, რომელიც დაკეტილი დახვდათ, იქიდან კი “ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან გადაინაცვლეს. შეგახსენებთ, დღეს დაპირისპირება მოხდა “ქართული ოცნების” ოფისთანაც, სადაც გაერთიანებული ოპოზიციის წევრები „დასაბოქლომებლად“ მივიდნენ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close