Uncategorized

დაიკარგა ლეონარდო და ვინჩის $450 მილიონად შეფასებული ნახატი

 

ლეონარდო და ვინჩის ნახატი “Salvator Mundi” (“სამყაროს მხსნელი”) 2017 წლის ნოემბერში კრისტის აუქციონზე რეკორდულ ფასად 450.3 მილიონ დოლარად გაიყიდა. გაყიდვიდან რამდენიმე თვის შემდეგ ითქვა, რომ ნახატი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მდებარე ლუვრის ფილიალში უნდა გამოფენილიყო.

2018 წლის სექტემბერში გამოფენა გაურკვეველი მიზეზით გადაიდო. დღეს კი საამიროებში მდებარე ლუვრის ფილიალის თანამშრომლები არაოფიციალურ საუბრებში ამბობენ, რომ არ იციან ნახატის ადგილსამყოფლის შესახებ არაფერი. ამის შესახებ ინფორმაციას The New York Times-ი ავრცელებს.

გაზეთის ცნობით, ნახატის ადგილმდებარეობის შესახებ არაფერი იციან არც პარიზის ლუვრში, საფრანგეთის ხელისუფლება კი იმედოვნებს, რომ შემოდგომას და ვინჩის გარდაცვალებიდან 500 წლის გასვლასთან დაკავშირებით გამართულ გამოფენაზე ნახატს პარიზში გამოიტანენ.

The New York Times-ის ცნობით, ზოგიერთი ინფორმაციით ნახატი შესაძლოა მის ახლანდელ მფლობელთან ინახებოდეს. გაზეთის ინფორმაციით, ტილო 2017 წელს საუდის არაბეთის პრინცმა ბადერ ბინ აბდულა ბინ მუჰამედ ბინ ფარხან ალ-საუდმა იყიდა. ერთ-ერთი ვერსიით ნახატი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იმიტომ არ გამოფინეს, რომ მემკვიდრე პრინცს ნახატის მხოლოდ თავისთან დატოვება სურდა. ვაშინგტონში მდებარე საუდის არაბეთის საელჩოში კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადეს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close