მსოფლიო

ჩვენ მას უკვდავი შევარქვით – იტალიაში კორონავირუსისაგან 102 წლის ქალი განიკურნა

იტალიის ქალაქ გენუის 102 წლის მკვიდრი, იტალიკა გრონდონა კორონავირუსისგან 20-დღიანი მკურნალობის შემდეგ გამოჯანმრთელდა . ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

„ჩვენ მას უკვდავი შევარქვით. იტალიკა წარმოადგენს ყველა იმ მოხუცებულის იმედს, ვინც ახლა კორონავირუსის არის ინფიცირებული. იტალიკა ჩვენთან მარტის დასაწყისში შემოვიდა, მაგრამ მას მინიმალური დახმარება დასჭირდა. ძირითადი სამუშაო მისმა ორგანიზმა თავად გასწია“, – ამბობს 102 წლის ქალის მკურნალი ექიმი ვერა სიკბალდი.

მისივე თქმით, 1917 წელს დაბადებული იტალიკა გრონდონა პირველი ცნობილი პაციენტია, რომელსაც შესაძლოა კორონავირუსი და „ესპანური გრიპი“ ჰქონდეს გადატანილი.

ბოლო მონაცემებით, იტალიაში კორონავირუსით 86 498 ადამიანია ინფიცირებული, 9134 გარდაცვლილი და 10 950 განკურნებული.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close