საზოგადოება

„ ჩვენ გვაქვს ექიმების სიჭარბე და ექთნების მწვავე დეფიციტი“ – აკაკი ზოიძე

 

ჩვენ გვაქვს ექიმების სიჭარბე და ექთნების მწვავე დეფიციტი – ეს არის დისბალანსი, რაც სისტემაში ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის პერიოდიდან არსებობს, – ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელმა აკაკი ზოიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მიმდინარეობს მუშაობა, რათა მოხდეს სისტემის სრულყოფა და ადამიანებს ჰქონდეთ მოტივაცია, რომ სწორედ ექთნის პროფესია აირჩიონ.

პარლამენტში „სოლიდარობის ქსელის“ მიერ ჩატარებული კვლევის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც საქართველოში ექთნების შრომის პირობებს ასახავს.

როგორც პრეზენტაციისას აღინიშნა, ექთნების შრომითი პირობები არის მძიმე და მათ, რომელთაც სერიოზული პასუხისმგებლობა გააჩნიათ, ხშირ შემთხვევაში იმაზე დაბალი ხელფასი აქვთ, ვიდრე სუპერმარკეტის კონსულტანტს.

პრაიმტაიმი

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close