პოლიტიკა

ჩრდილელმა მანდატი დატოვა – რიგითობით, პარლამენტში შესვლა ზაქარია ქუცნაშვილს უწევს

მას შემდგ, რაც საკანონმდებლო ორგანო დეპუტატ ოთარ ჩრდილელს უფლებამოსილებას შეუწყვეტს, რიგითობით, პარლამენტის წევრობა ყოფილ დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილს ეკუთვნის. სწორედ ის არის სიის 91-ე წევრი, რომელის დეპუტატი უნდა გახდეს.

თავად ზაქარია ქუცნაშვილის პოზიცია პარლამენტში დაბრუნებასთან დაკავშირებით  უცნობია.

ამ საკითხთზე „მედიაცენტრი მთავარი“ საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გურამ მაჭარაშვილს ესაუბრა, რომელმაც შესაბამისი პროცედურები განმარტა.

„დიახ, რიგითობით ზაქარიას უწევს პარლამენტს წევრობა. ჯერ ოთარ ჩრდილელის უფლებამოსილება უნდა შევუწყვიტოთ, რომელიც სესიაზე სავარაუდოდ თებერვალში მოხდება. ამის შემდეგ, ცესკოდან ველოდებით სიის შემდეგ წევრს, ის საზღვრავს ვის უწევს პარლამენტში შესვლა. ცესკო უგზავნის შემდეგ რიგითს ინფორმაციას, ამოწმებს საბუთები წესრიგში აქვს თუ არა და თანახმაა თუ არა, გახდეს პარლამენტის წევრი. ეს შემდეგი არის ზაქარია ქუცნაშვილი” – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა „მედიაცენტრ მთავართან“.

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ოთარ ჩრდილელმა საპარლამენტო მანდატი დატოვა. არდადეგების გამო, პარლამენტს მისთვის უფლებამოსილება ჯერ არ შეუწყვეტია.

mcm.ge

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close