მთავარი»მსოფლიო»ჩინური კიბერჯაშუშობა ათობით ქვეყანაში და წარმოებული დეზინფორმაცია

ჩინური კიბერჯაშუშობა ათობით ქვეყანაში და წარმოებული დეზინფორმაცია

7
გაზიარებები
Pinterest Google+

ამერიკული კიბერუსაფრთხოების კორპორაცია ამბობს, რომ აღმოაჩინეს კიბერჯაშუშობის შემთხვევა, რომელიც ზუსტად ემთხვევა იმ პერიოდს, როდესაც ახალი კორონავირუსი ჩინეთის გარეთ გავრცელდა. კორპორაცია FireEye-ში ამბობენ, რომ კიბერჯაშუშობის უკან, დიდი ალბათობით, ჩინელები დგანან.

კორპორაციაში ამბობენ, რომ პირველი აქტივობა ჯგუფის მიერ 20 იანვარს დაფიქსირდა და სამიზნე ობიექტები ქარხნები, მედია, ჯანდაცვის პროვაიდერი და არასამთავრობო ორგანიზაციები იყვნენ.

ამერიკული კიბერუსაფრხოების კომპანიაში ამბობენ, რომ კიბერშეტევის მიზანის ახსნა შეიძლაბასხვადასხვა იყოს. კომპანიის დირექტორი ქრისტოფერ გილერი საუბრის დროს აღნიშნავს, რომ შესაძლოა ეს დაკავშირებული იყოს ვაშინგტონსა და პეკინს შორის დაძაბულ ურთიერთობებთან.

კორპორაცია FireEye-ში ამბობენ, რომ ეს კიბერ ჯაშუშობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი შემთხვევაა ბოლო წლების განმავლობაში, რის გამოც კომპანია აგრძელებს ჯგუფის აქტივობების კონტროლს.

ამერიკული კორპორაცია არ ასაჯაროვებს კიბერთავდასხმის სამიზნეების შესახებ ინფორმაციას. მომხდარზე კომენტარს არ აკეთებენ ვაშინგტონში ჩინეთის საელჩოში. კომენტარზე უარი განაცხადეს ამერიკის შეერთებული შტატების უშიშროების საბჭოში და ეროვნული დაზვერვის ოფისში.

ამერიკული კიბერუსაფრთხოების კორპორაციაში აცხადებენ, რომ ორგანიზებულად მოქმედი ჯგუფი ჩინეთიდან არასწორი ინფორმაციის გავრცელებას ცდილობდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადაში, დიდ ბრიტანეთში, მექსიკაში, საუდის არაბეთში, სინგაპურში და ათობით სხვა ქვეყანაში.

ბოლო პერიოდში ჩინეთიდან წარმოებულ კიბერთავდასხმების შესახებ სხვა ამერიკული კომპანიებიც საუბრობენ და აცხადებენ, რომ აქტივობები, განსაკუთრებით, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში შეინიშნება.

„ამერიკის ხმა“

წინა პოსტი

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 77-მდე გაიზარდა

შემდეგი პოსტი

ესპანელი პოლიციელები კარანტინში მყოფებს სიმღერით ამხნევებენ (ვიდეო)