ეკონომიკა

ჩინეთიდან საქართველოში ყველაზე დიდი რაოდენობით ხორცის იმპორტი ხორციელდება

საქართველოს ტერიტორიაზე, კორონავირუსის ახალი ტიპის (2019-nCoV) შემოტანის და გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან ცოცხალი ცხოველების იმპორტი აიკრძალა. ინფორმაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

„კომერსანტი“ დაინტერესდა ძირითადად რა სახის საქონლის იმპორტი ხორციელდება ჩინეთიდან საქართველოში. „საქსტატის“ მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ჩინეთიდან 2019 წელს იმპორტირებული სოფლის მეურნეობის და სურსათის პროდუქციას შორის საქართველოში ყველაზე დიდი რაოდენობით ხორცის (ხორცი და კვების სუბპროდუქტები შინაური ფრინველის, ახალი, გაცივებული ან გაყინული), სიგარეტების (სიგარები, სიგარილები და სიგარეტები თამბაქოს ან მისი შემცვლელებისაგან) და მცენარეების (ნაყოფი და მცენარის სხვა ნაწილები, სხვა წესით დამზადებული ან დაკონსერვებული) შემოტანა ხდება.

სოფლის მეურნეობის პროდუქციისა და სურსათის იმპორტი ჩინეთიდან (2019 წელი)

საქონლის დასახელება ათასი აშშ დოლარი       ტონა
სულ     19,539.0  
მათ შორის:    
ხორცი და კვების სუბპროდუქტები შინაური ფრინველის, ახალი, გაცივებული ან გაყინული        6,568.7        2,950.3
სიგარები, სიგარილები და სიგარეტები თამბაქოს ან მისი შემცვლელებისაგან (ათასი ღერი)        3,682.9             167,700
ნაყოფი და მცენარის სხვა ნაწილები, სხვა წესით დამზადებული ან დაკონსერვებული        2,017.4           791.1
ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80 მოც.%-ზე ნაკლები, სპირტიანი სასმელები (ლიტრი, 100% სპირტი)        1,559.3         15,914
თევზი გაყინული          887.4           621.2
სოკო ძმრის ან ძმარმჟავას დამატების გარეშე დამზადებული ან დაკონსერვებული           607.6        1,013.9
მზა ან დაკონსერვებული თევზი; ზუთხის ხიზილალა და მისი შემცვლელები           561.6           145.1
ბოსტნეული სხვა, ძმრის დამატების გარეშე, დამზადებული ან დაკონსერვებული, გაუყინავი           498.7           684.7
პომიდორი ძმრის ან ძმარმჟავას დამატების გარეშე დამზადებული ან დაკონსერვებული           375.6           395.2
ხახვი თავიანი, ხახვი-შალოტი, პრასი, ნიორი და სხვა ხახვისმაგვარი ბოსტნეული           351.6           572.6

კომერსანტი

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close