მსოფლიო

ჩერნობილის კატასტროფიდან 33 წლის შემდეგ, პრიპიატში პირველი ნაძვის ხე დადგეს

ჩერ­ნო­ბი­ლის კა­ტას­ტრო­ფის შემ­დეგ პირ­ვე­ლად, 33 წლის შემ­დეგ, და­ცა­რი­ე­ლე­ბულ პრი­პი­ატ­ში, კულ­ტუ­რის სა­სახ­ლეს­თან სა­ა­ხალ­წლო ნაძ­ვის ხე დად­გეს.

სპე­ცი­ა­ლუ­რად ამის­თვის, ქა­ლაქ­ში ყო­ფი­ლი მა­ცხოვ­რებ­ლე­ბი ჩა­ვიდ­ნენ და მო­ედ­ნის ცენ­ტრში აღ­მარ­თუ­ლი ნაძ­ვის ხე სა­ა­ხალ­წლო სა­თა­მა­შო­ე­ბით, ასე­ვე პრი­პი­ატ­ში გა­და­ღე­ბუ­ლი ძვე­ლი, სა­ო­ჯა­ხო ფო­ტო­ე­ბით მორ­თეს.

უკ­რა­ი­ნე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი, რუს­ლან სმე­შუ­კი, რო­მე­ლიც ნაძ­ვის ხის მორ­თვას ეს­წრე­ბო­და, “ფე­ის­ბუ­ქის” პი­რად გვერ­დზე ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის მო­ნა­თხრობს ყვე­ბა:

“ეს პირ­ვე­ლი სა­ა­ხალ­წლო ნაძ­ვის ხეა პრი­პი­ა­ტის ცენ­ტრა­ლურ მო­ე­დან­ზე 1986 წლის შემ­დეგ. აქ­სე­ა­უ­ა­რე­ბად, წინა ცხოვ­რე­ბის ნარ­ჩე­ნე­ბი კი­დია ნაძ­ვის ხეს – ატო­მუ­რი სად­გუ­რის აფეთ­ქე­ბამ­დე გა­და­ღე­ბუ­ლი სა­ო­ჯა­ხო ფო­ტო­ე­ბი… ნაძ­ვის ხე მორ­თეს მათ, ვინც პრი­პი­ატ­ში ავა­რი­ამ­დე ცხოვ­რობ­და. ბევ­რი დღეს პირ­ვე­ლად ჩა­მო­ვი­და ამ­დე­ნი წლის შემ­დეგ…

სა­ინ­ტე­რე­სო ის­ტო­რია მი­ამ­ბეს – 1985 წელს, ამ მო­ე­დან­ზე სა­ა­ხალ­წლო ნაძ­ვის ხე წა­იქ­ცა. მა­შინ­ვე თქვეს ად­გი­ლობ­რი­ვებ­მა, რომ ეს უბე­დუ­რე­ბის ნი­შა­ნი იყო… გა­ზა­ფხულ­ზე ეს უბე­დუ­რე­ბა მოხ­და…” – წერს ჟურ­ნა­ლის­ტი და პრი­პი­ატ­ში გა­და­ღე­ბულ ფო­ტო­ებს აქ­ვეყ­ნებს.

ის ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზის გამო ჩერ­ნო­ბი­ლის კა­ტას­ტრო­ფას გა­და­ურჩნენ, აფეთ­ქე­ბი­სას იქ არ იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ და სა­სიკ­ვდი­ლო დო­ზაც არ მი­უ­ღი­ათ, უმ­ძი­მეს დღე­ებს ხში­რად იგო­ნებ­დნენ…

“ემო­ცი­ე­ბის გა­რე­შე ვერ ვნა­ხე კად­რე­ბი, სა­დაც ჩვე­ნე­ბი ნაძ­ვის ხეს რთავ­დნენ… არ მჯე­რა, რომ იქ ოდეს­მე სო­ცო­ცხლე სრულ­ფა­სოვ­ნად აღ­სდგე­ბა, მაგ­რამ დღემ­დე მე­სიზ­მრე­ბა იქა­უ­რო­ბა, ის ქუ­ჩე­ბი, ეზო­ე­ბი… ახლა ყვე­ლა­ფე­რი გან­მი­ახ­ლდა. მე­ში­ნია, რომ ოჯა­ხის წევ­რებ­სა და ახ­ლობ­ლებ­საც და­ვა­ზი­ა­ნებ, თო­რემ ხში­რად მი­ფიქ­რია ჩუ­მად გა­დავ­სუ­ლი­ყა­ვი, თუნ­დაც სულ რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით მე­ნა­ხა იქა­უ­რო­ბა…” – ამ­ბობს ეკა­ტე­რი­ნა ტა­რაშ­კი­ნა.

“12 წლის ვი­ყა­ვი იქა­უ­რო­ბა რომ დავ­ტო­ვეთ… მამა ლიკ­ვი­და­ტო­რად მუ­შა­ობ­და, მაგ­რამ გა­დარ­ჩა. ალ­ბათ იმი­ტომ, რომ რამ­დე­ნი­მე დღის მერე გა­და­ის­რო­ლეს ელექტრო­სად­გურ­თან ახ­ლოს… დღემ­დე ვფიქ­რობ ძაღლზე, რო­მე­ლიც იქ დავ­ტო­ვეთ. შემ­დეგ მოგ­ვი­ტა­ნეს ამ­ბა­ვი, რომ მას ეზო არ და­უ­ტო­ვე­ბია. მას შემ­დეგ, არა­ერ­თხელ ვი­ფიქ­რე ძაღ­ლის აყ­ვა­ნა­ზე, მაგ­რამ ვერ შევ­ძე­ლი. შვი­ლებს ვერც ვუხ­სნი, რა­ტომ არ შეგ­ვიძ­ლია ძაღ­ლის ყოლა…

ძა­ლი­ან მე­ნატ­რე­ბა იქა­უ­რო­ბა! მად­ლო­ბა მათ, ვინც იქ ჩა­ვი­და და თუნ­დაც რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით, ცა­რი­ელ ქა­ლაქს სი­ცო­ცხლე შეს­ძი­ნა…” – ამ­ბობს პრი­პი­ა­ტე­ლი ვა­ლო­დია კლი­ჩკო.

აკ­რძალ­ვის მი­უ­ხე­და­ვად, წლე­ბია პრი­პი­ა­ტის მი­მართ უცხო­ე­ლი ტუ­რის­ტე­ბის ინ­ტე­რე­სი არ გა­ნე­ლე­ბუ­ლა. ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი და ბლო­გე­რე­ბი, სხვა­დას­ხვა გზით, რო­გორც ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლად, ასე­ვე არა­ლე­გა­ლუ­რად, დღემ­დე ცდი­ლო­ბენ ქა­ლაქ­ში შეღ­წე­ვას, რად­გან ჩერ­ნო­ბილ­ზე მომ­ზა­დე­ბუ­ლი სი­უ­ჟე­ტე­ბი, ფოტო თუ ვი­დე­ო­მა­სა­ლა მუდ­მი­ვად მა­ღალ­რე­ი­ტინ­გუ­ლია.

რა­დი­ა­ცი­ის დონე ჩერ­ნო­ბი­ლის ატო­მუ­რი ელექტრო­სად­გუ­რის შე­მო­გა­რენ­ში ისევ მა­ღა­ლი და სა­ხი­ფა­თოა, მაგ­რამ ამის მი­უ­ხე­და­ვად, სი­ცო­ცხლე თან­და­თან მა­ინც ბრუნ­დე­ბა. მსოფ­ლიო სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ინ­ტე­რე­სის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, მიმ­დი­ნა­რე წლის ზა­ფხულს, უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა ვლა­დი­მირ ზე­ლენ­სკიმ ჩერ­ნო­ბილ­ში ტუ­რის­ტე­ბის­თვის და მეც­ნი­ე­რე­ბის­თვის “მწვა­ნე დე­რეფ­ნის” შექ­მნა­ზე ისა­უბ­რა.

“აუ­ცი­ლე­ბე­ლია ჩერ­ნო­ბი­ლის მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მეც­ნი­ე­რე­ბის­თვის, ეკო­ლო­გე­ბის­თვის, ის­ტო­რი­კო­სე­ბის­თვის და ტუ­რის­ტე­ბის­თვის ჩვე­ნე­ბა… ეს და­ხუ­რუ­ლი ზონა დღემ­დე კო­რუფ­ცი­ის სიმ­ბო­ლოა – ძა­ლოვ­ნე­ბი ტუ­რის­ტე­ბის­გან ქრთამს იღე­ბენ, ჯარ­თი არა­ლე­გა­ლუ­რად გა­აქვთ და ბუ­ნებ­რივ რე­სურ­სებს იყე­ნე­ბენ. ეს ყვე­ლა­ფე­რი უნდა დას­რულ­დეს” – გა­ნა­ცხა­და ზე­ლენ­სკიმ.

1986 წლის 26 აპ­რილს მომ­ხდა­რი აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად, ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბა, თით­ქმის 50 ათა­სი ადა­მი­ა­ნი, მათ შო­რის ბავ­შვე­ბი და ფეხ­მძი­მე ქა­ლე­ბი ატო­მუ­რი ელექტრო­სად­გუ­რის აფეთ­ქე­ბა­ში მოჰ­ყვნენ. რა­დი­ა­ცი­უ­ლი დას­ხი­ვე­ბის უმ­ძი­მეს დო­ზას, დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი ევა­კუ­ა­ცია და საბ­ჭო­თა მმარ­თვე­ლო­ბის არა­გო­ნივ­რუ­ლი ქმე­დე­ბე­ბი და­ე­მა­ტა, რის გა­მოც, ადა­მი­ა­ნუ­რი და­ნა­კარ­გი უდი­დე­სი იყო. აფეთ­ქე­ბის შე­დე­გი, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სხვა­დას­ხვა ფორ­მით აი­სა­ხა ბუ­ნე­ბა­სა და ადა­მი­ა­ნებ­ზე.

ambebi.ge

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close