საზოგადოება

„ჩემს სიცოცხლეზე არ ინერვიულო, ისედაც მკვდარი ვარ“ – მაჩალიკაშვილი გოგაშვილს

 

სოსო გოგაშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ მისი და მალხაზ მაჩალიკაშვილის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, ეს უკანასკნელი სოციალურ ქსელში პასუხობს:

“მე მომიწევს ეხლა შენი დაცვა ვინმემ რომ ტყვია შუბლში არ დაგაჭედოს. არც მე გადავაბიჯებ კანონს და სამართალს. იმიტომ, რომ ცოცხალი და უვნებელი მჭირდები, რომ გახსნა ის ბინძური ჯაჭვი, რაც თქვენს კისერზე დევს. ძნელად წარმოსადგენო ცოდო, შენ უნდა იცოცხლო, გახსნა ის კარტები რომელი კარტებიც ამ ხელისუფლებას ყველაფერს თავზე დაამხობს. ჩემს სიცოცხლეზე არ ინერვიულო, მე ისედაც მკვდარი ვარ”, – წერს მაჩალიკაშვილი.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close