სამართალი

„ჩემი ფარული საუბარი აქვთ 5 მილიონთან დაკავშირებით“

 

„რაც ვიცოდი და რაც მახსოვდა, განვმარტე“ – ამის შესახებ ნიკა გვარამიამ საქალაქო სასამართლოსთან, დაკითხვის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„ჩემი ფარული საუბარი აქვთ 5 მილიონთან დაკავშირებით, ყველა კითხვაზე გავეცი პასუხი. კითხვები ძირითადად ფინანსურ საკითხებს ეხება“ – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ნიკა გვარამია ამ წუთებში დაკითხვიდან გამოვიდა, სასამართლო სხდომაზე შესვენება გამოცხადდა.

შეგახსენებთ, რომ ნიკა გვარამია დღეს 11 საათიდან მაგისტრი მოსამართლეების წინაშე მოწმის სახით იკითხება.

პრაიმტაიმი

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close