მთავარი»Uncategorized»ჩამოწოლილი მიწის მასაში მოყოლილ მუშებს ამ დრომდე ეძებენ

ჩამოწოლილი მიწის მასაში მოყოლილ მუშებს ამ დრომდე ეძებენ

7
გაზიარებები
Pinterest Google+

 

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე მშენებლობაზე მიწა ჩამოიშალა.

როგორც საქართველოს პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მიწის ნაშალში ორი ადამიანი მოყვა. უწყების ცნობით, მეხანძრე-მაშველები სამძებრო-სამაშველო სამუშაოებს ატარებენ. ჯერ ორი ადამიანის პოვნა ვერ მოხერხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

ადგილზე სამაშველო და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფები არიან მობილიზებულები.

 

 

წინა პოსტი

„მის სახელს შემოვევლე, ამათ მკვდარი ჯობია..“

შემდეგი პოსტი

ჭავჭავაძეზე მიწის ჩამოშლის შედეგად ერთი მუშა გარდაიცვალა, მეორეს ეძებენ