მსოფლიო

ბიჭი, რომელმაც 11 წლის ასაკში 5 ადამიანი მოკლა, ავტოავარიაში დაიღუპა

 

1998 წლის კანზასის ერთ-ერთ სკოლაზე თავდასხმისას, 5 ადამიანის მკვლელმა, სიცოცხლე 33 წლის ასაკში ავტოავარიის შედეგად დაასრულა. ამის შესახებ ინფორმაციას „Usa today“ – ავრცელებს.

ენდრიუ გოლდენი ავარიაში რამდენიმე დღის წინ მოხვდა. ის, ავტომობილით „შევროლეს“ შეეჯახა და ადგილზე გარდაიცვალა.

აღსანიშნავია, რომ ენდრიუ გოლდენის მიერ მოკლულთა რიცხვს „შევროლეს“ მძღოლიც შეემატა. სამმა ადამიანმა კი სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღო.

1998 წელს ენდრიუ გოლდენმა და მიჩელ ჯონსონმა, რომლებიც 11 და 13 წლის იყვნენ, სკოლაში სახანძრო განგაშის სისტემა ჩართეს. როდესაც ბავშვებმა სკოლის დატოვება დაიწყეს, ორმა დამნაშავემ სროლა დაიწყო, რის შედეგადაც 4 სტუდენტი და 1 მასწავლებელი ადგილზევე გარდაიცვალა.

აღსანიშნავია, რომ ენდრიუს გარდაცვალებას ერთ-ერთი დაღუპული მოსწავლის მშობლები გამოეხმაურნენ. მათ ოჯახს დანაკარგისათვის სამძიმარი გამოუცხადეს.

რეზონანსი

მეტი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close