მთავარი»პოლიტიკა»„ბილეთი უკვე ვიყიდე“ – პირველ აპრილს სააკაშვილი უკრაინაში დაბრუნებას გეგმავს

„ბილეთი უკვე ვიყიდე“ – პირველ აპრილს სააკაშვილი უკრაინაში დაბრუნებას გეგმავს

4
გაზიარებები
Pinterest Google+

 

საქართველოს ექსპრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი პირველ აპრილს უკრაინაში დაბრუნებას გეგმავს. ამის შესახებ ექს-პრეზიდენტმა უკრაინულ ინტერნეტ-გამოცემა „გორდონთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, უკრაინაში მას შემდეგ დაბრუნდება, რაც 31 მარტს დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად პეტრო პოროშენკო მეორე ტურში ვერ მოხვდება.

როგორც ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა განაცხადა, მას უკვე შეძენილი აქვს შესაბამისი ავიაბილეთი. „ბორისპოლში ჩასვლას ვგეგმავ. ბილეთი უკვე ვიყიდე. დარწმუნებული ვარ, პოროშენკო ვერ გადავა მეორე ტურში. ხოლო, როგორც კი ის ვერ გადავა მეორე ტურში, დარწმუნებული ვარ, არც ერთი მესაზღვრე არ მოისურვებს მისი ბრძანების შესრულებას და უკრაინაში ჩემს არშეშვებას, ასევე მისი სხვა დანაშაულებრივი ბრძანებების შესრულებას“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან პოლონეთში 2018 წლის თებერვალში გააძევეს. ამჟამად, ის ნიდერლანდებში ცხოვრობს

იმედინიუსი

 

წინა პოსტი

რა თხოვა დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა ირაკლი ოქრუაშვილს?

შემდეგი პოსტი

საქართველოს პრეზიდენტმა სომხეთში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო