მთავარი»მსოფლიო»ბენიამინ ნეთანიაჰუ უარყოფს, რომ ისრაელი დონალდ ტრამპის თვალთვალს ახორციელებდა

ბენიამინ ნეთანიაჰუ უარყოფს, რომ ისრაელი დონალდ ტრამპის თვალთვალს ახორციელებდა

8
გაზიარებები
Pinterest Google+

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ უარყოფს ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ისრაელი აშშ-ში შპიონაჟს ახორციელებდა, – ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისი აღნიშნულ ინფორმაციას „მტკნარ სიცრუეს“ უწოდებს.

„ისრაელს აქვს ხანგრძლივი ვალდებულება და დირექტივა მთავრობისგან, რომ აშშ-ში არანაირ სადაზვერვო ოპერაციაში არ უნდა ჩაერთოს,“ – აღნიშნულია პრემიერ მინისტრის ოფისის განცხადებაში.

შეგახსენებთ, ცნობილმა გამოცემა „პოლიტიკომ“ გამოაქვეყნა სტატია, სადაც აღნიშნულია, რომ ისრაელმა თეთრ სახლთან ახლოს და ვაშინგტონის სხვა მნიშვნელოვან ადგილებში მოსასმენი მოწყობილობა, ე.წ. StingRays-ები დაამონტაჟა. გამოცემის ინფორმაციით, მოსასმენი აპარატურის განთავსება ვაშინგტონში რამდენიმე მნიშვნელოვან ადგილზე მოხდა და მათი მიზანი დონალდ ტრამპზე თვალთვალის განხორციელება იყო.

ipn

წინა პოსტი

დმანისში რუსეთის მოქალაქე მოკლეს

შემდეგი პოსტი

ვინ და რატომ გადააკეთა იოანე პეტრიწის ქუჩა იოანე პეტრიძის ქუჩად?