მსოფლიო

ბელგიის ჯანდაცვის მინისტრმა კორონავირუსის გამო ჯგუფური სექსი აკრძალა

თელ-ავივში სათაო ოფისი მქონე სატირული გამოცემა World News Daily Report-ის “ინფორმაციით” – “ბელგიის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრმა მეგი დე ბლოკმა 3 და მეტ პირს შორის დახურულ სივრცეში სექსუალური ურთიერთობები აკრძალა”.

სატირული გამოცემა წერს: “დე ბლოკის თქმით, ამ აკრძალვის შემოღება აუცილებელი იყო, ბელგიის რეპუტაციის გამო, რომელიც ლუდის მსმელების და ევროპის ჯგუფური სექსის დედაქალაქადაა ცნობილი. “ბელგია ევროპაში, თუ არა მსოფლიოში, ჯგუფური სექსის კუთხით პირველია. ჩვენ ვალდებული ვიყავით ეს გადაგვეწყვიტა ამ სიტუაციაში,” – განაცხადა მინისტრმა”.

“ორგიები იკრძალება, სანამ ვირუსის აფეთქება არ გადაივლის,” – განაცხადა მინისტრმა პარლამენტში გამოსვლისას, – “აკონკრეტებს” თავის “ინფორმაციას” სატირული გამოცემა.

 

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close