მსოფლიო

ბელგიაში, COVID-19-ით ინფიცირებულმა დაავადება თავის კატას გადასდო

ბელგიაში სახლის კატას კორონავირუსი დაუდასტურდა, მას COVID-19 მეპატრონისგან გადაედო. ამის შესახებ გამოცემა The Brussel Times ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, შემთხვევა ბელგიის აღმოსავლეთით, ქალაქ ლიეჟში დაფიქსირდა. კორონავირუსი ჯერ შინაური ცხოველის მეპატრონეს დაუდასტურდა, ხოლო ერთი კვირის შემდეგ, კატა დაინფიცირდა. კატას შემდეგი სიმპტომები აღოაჩნდა: სუნთქვის პრობლემა, ღებინება და დიარეა, ექიმებმა კი ვირუსი ტესტების შედეგად დაადგინეს.
ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ამ ფაქტის გამო, ბელგიის ანტიკრიზისულმა შტაბმა კორონავირუსის წინააღმდეგ მიღებული ზომები გაამკაცრა და შინაური ცხოველების მფლობელებისთვის პროფილაქტიკური ზომების შემუშავება დაიწყო. ამის შესახებ შტაბის ხელმძღვანელმა ემანიულ ანდრემ განაცხადა.
„ჩვენმა კოლეგებმა ლიეჟის ვეტერინალური ფაკულტეტიდან, დაადგინეს, რომ კატა დაინფიცირდა მისი მეპატრონისგან, რომელსაც მანამდე CoViD-19 დაუდგინდა“, – განაცხადა შტაბის ხელმძღვანელმა.
აღსანიშნავია, რომ ეს კორონავირუსის ცხოველებზე დადასტურების პირველი შემთხვევა არ არის. ჰონგ კონგში CoViD-19-ით პირველი ძაღლი დაინფიცირდა და 16 მარტს დაიღუპა. დაახლოებით, ერთი კვირის წინ, განმეორებით, ჰონგ კონგში გერმანული ნაგაზი მეპატრონისგან დაინფიცირდა. ამის შესახებ Daily Mail წერდა.

პრაიმტაიმი

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close