საზოგადოება

BBC – რამდენად სანდოა სოციალურ ქსელში კორონავირუსის წინააღმდეგ გავრცელებული რჩევები?

კორონავირუსის გავრცელების გამო სრულიად მსოფლიო აღმოჩნდა საფრთხის ქვეშ. ამ დრომდე არ არის ვაქცინა შექმნილი, რომელიც ვირუსით ინფიცირებულებს განკურნავს. დაავადებისგან თავდასაცავად მოქალაქეები გარდა საერთაშორისოდ აღიარებული რეკომენდაციებისა, სამწუხაროდ, ბევრ დაუზუსტებელ არაეფექტურ რჩევასაც ითვალისწინებენ.
BBC-მ თავი მოუყარა ისეთ რჩევებს, რომლებიც სოციალურ ქსელში აიტაცეს კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად და გადაწყვიტა თითოეული მათგანის ეფექტურობაზე მეცნიერების შეფასება გამოექვეყნებინა.
mshoblebi
ძალიან ბევრ რეკომენდაციას ვაწყდებით ინტერნეტში ნივრის გამოყენების შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ ეს არის “ჯანსაღი პროდუქტი, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს ანტიმიკრობული თვისებები”,

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის განმარტებით, არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ ნივრის ჭამით ადამიანი შეძლებს ახალი კორონავირუსისგან თავის დაცვას.

ჩინურმა გაზეთმა “Morning Post“-მა გაავრცელა ინფორმაცია ქალბატონზე, რომელსაც 1,5 კგ ნედლი ნივრის ჭამის შემდეგ ყელის ანთება დაემართა.
ზოგადად ხილისა და ბოსტნეულის ჭამა რომ სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის, ამაზე არავინ დავობს, თუმცა ზუსტად არავინ იცის, რომელი კონკრეტული საკვები დაგვეხმარება ვირუსისგან თავდასაცავად და ისიც ფაქტია, რომ ზომაზე მეტი არაფერი არ უნდა მივიღოთ, თუნდაც სასარგებლო პროდუქტები.
გვესმის, რომ სანიტარული გელის დეფიციტია, რადგან ხელების ხშირად დაბანა აუცილებელია ვირუსის გავრცელების ასაცილებლად.
მას შემდეგ, რაც იტალიაში ხელის დასაბანი საშუალებების დეფიციტის შესახებ ფართოდ გავრცელდა ცნობები, სოციალურ ქსელში დაიწყეს სახლში დამზადებული გელების რეცეპტების გაზიარება. როგორც გაირკვა,

მოქალაქეების ნაწილმა ცნობილი იტალიური ბრენდის რეცეპტი გამოიყენა, რომელიც სინამდვილეში სადიზინფექციო საშუალებაა და მისი კანზე წასმა და გამოყენება დაუშვებელია.

რაც შეეხება ალკოჰოლის ბაზაზე დამზადებულ ხელის გელებს, ისინი ვირუსის გავრცელების რისკს ამცირებენ.
ლონდონის ჰიგიენისა და ტროპიკული სკოლის მედიკოსს, პროფესორი სალი ბრუმფილდს არ სჯერა, რომ სახლში შეიძლება დავამზადოთ ეფექტური სადეზინფექციო საშუალება, რაგან ის ამბობს, რომ არაყიც კი მხოლოდ 40% ალკოჰოლს შეიცავს.
აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრებში (CDC) კი აცხადებენ, რომ ზედაპირების დასუფთავებისთვის,  საოჯახო სადეზინფექციო საშუალებები ეფექტური უნდა იყოს.
mshoblebi
კოლოიდური ვერცხლის გამოყენების შესახებ ისაუბრეს ჯიმ ბეიკერის შოუში. ერთ-ერთმა სტუმარმა განაცხადა, თითქოს ის კლავს კორანვირუსის ზოგიერთ შტამს 12 საათის განმავლობაში. თუმცა გადაცემის სტუმრებმა აღიარეს, რომ კოლოიდურ ვერცხლზე ტესტირება არ ჩაუტარებიათ.
იდეა კოლოიდური ვერცხლის გამოყენების შესახებ ასევე აიტაცეს ფეისბუქჯგუფებში, განსაკუთრებით კი სამედიცინო თემატიკის ჯგუფებში.
ამტკიცებდნენ, რომ მას შეუძლია განკურნოს ყველა სახის დაავადება, იმოქმედოს როგორც ანტისეპტიკმა და რომ ის ეხმარება იმუნურ სისტემას.

მიუხედავად იმისა, რომ მედიცინაში  ვერცხლი ზოგჯერ გამოიყენება, მაგალითად ჭრილობების დასამუშავებლად,  ეს არ ნიშნავს, რომ ის ეფექტურია ასეთ შემთხვევებში.

კოლოიდური ვერცხლის გამოყენებასთან დაკავშირებით, აშკარაა აშშ-ის ჯანდაცვის ორგანოების დამოკიდებულება. მათი განმარტებით, არ არსებობს მტკიცებულება, რომ ამ ტიპის ვერცხლის ხსნარი ეფექტურია რაიმეს სამკურნალოდ. რაც მთავარია, მისმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული გვერდითი მოვლენები, დააზიანოს თირკმელი, გამოიწვიოს კრუნჩხვები,  დაგმართოთ არგირიია (მდგომარეობა, რომელიც თქვენს კანს ცისფრად აქცევს).

mshoblebi
სოციალურ ქსელში გავრცელდა პოსტი, სადაც ეწერა შემდეგი: “იაპონელი დოქტორ, რომელიც გვირჩევს, თბილი სასმელი წყლის ყოველ 15 წუთში ერთხელ მიღებას”. ამ ფორმით მოწოდებული ინფორმაცია სწრაფად გავრცელდა.
ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი ტრეიდი ლანგი ამბობს, რომ  არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ ჩასუნთქული ვირუსი დამარცხდება, წყლის დალევით.

კორონავირუსების მსგავსი ინფექციები ორგანიზმში სასუნთქი გზების საშუალებით შედის. ზოგი მათგანი შეიძლება პირის ღრუში მოხვდეს, მაგრამ წყლის დალევით მას ვერ დავიჭერთ.  თუმცა რა თქმა უნდა, წყლის დალევა და გამოვლება ზოგადად კარგი სამედიცინო რჩევაა. უბრალოდ, ამ შემთხვევაში მას ვირუსის “დაჭერასთან” არავითარი კავშირი არ აქვს.

უამრავ რჩევას წააწყდებით იმასთან დაკავშირებით, რომ სითბო ვირუსს ებრძვის და გვაძლევენ ინტერნეტის საშუალებით რეკომენდაციებს ცხელი წყლის და თმის საშრობის, ფენის გამოყენების თაობაზე. უფრო მეტიც, მსგავსი შინაარსის პოსტი გავრცელდა არაერთი ქვეყნაში სოციალურ ქსელის წყალობით. თან თითქოს Unicef ​​ამტკიცებდა, რომ ცხელი წყალი, მზის ზემოქმედება ვირუსს კლავდა და ნაყინზე უნდა გვეთქვა უარი.
თავის დროზე Unicef-ის წარმომადგენელმა  შარლოტა გორნიცკამ მათი ორგანიზაცის სახელით ონლაინსივრცეში გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუე უწოდა.|
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close