საზოგადოება

ბათუმიდან მოსკოვში ჩაფრენილი რეისის მგზავრებს აეროპორტში სიცხე გაუზომეს

 

რუსული მედიის ცნობით, ბათუმიდან მოსკოვში ჩაფრენილი რეისის მგზავრებს აეროპორტში სიცხე გაუზომეს. ამის გამო მგზავრები დაახლოებით ნახევარი საათით შეაფერხეს. ინფორმაციას „ინტერფაქსი“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, „ურალის ავიახაზების“ ბათუმი-მოსკოვის რეისის მგზავრები „როსპოტრებნადზორის“ სპეციალისტებმა შეამოწმეს.

„შემოწმება პრევენციულ ხასიათს ატარებდა და რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ინფექციური დაავადების გავრცელების თავიდან აცილებას ისახავდა მიზნად“, – წერს „ინტერფაქსი“.

სააგენტოს ინფორმაციით, მედიკოსებმა მგზავრები უკონტაქტო თერმომეტრის გამოყენებით შეამოწმეს და ერთ ბავშვს 38 გრადუსი სიცხე დაუდგინეს. ექიმებმა ბავშვს მწვავე ფარინგიტის დიაგნოზი დაუსვეს. მშობლებმა ბავშვის ჰოსპიტალიზაციაზე უარი განაცხადეს.

1tv.ge

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close