Sliderსაზოგადოება

აზერბაიჯანის ხელისუფლებას უნდა მიეცეს საშუალება ვითარებიდან სახის დაუკარგავად გამოვიდეს

სოსო მანჯავიძე: “დავით -გარეჯის პრობლემასთან დაკავშირებით.
აზერბაიჯანს ,როგორც იცით,სომხეთთან აქვს უმწვავესი დაპირისპირება,
ამ დაპირისპირებაში მოწინააღმდეგეები იდეოლოგიური,საინფორმაციო ომის ყველა კომპონენტს აქტიურად იყენებენ.
კერძოდ,აზერბაიჯანი ცდილობ, რომ ჰერეთი, გარეკახეთი, ყარაბახი და სხვა მხარეები ძველი ალბანეთის მიწებად, ძეგლები-ალბანურად,ხოლო აზერბაიჯანი ალბანეთის მემკვიდრედ გამოაცხადოს.
ცხადია, ეს კეთდება სომხური პროპაგანდის საწინააღმდეგოდ,რომლის შესახებაც ყველამ ყველაფერი იცის.
სწორედ ამ იდეოლოგიურ ბრძოლაში “წამოიკიდეს” აზერბაიჯანი.
კერძოდ,მოხერხდა ისე,რომ დავით-გარეჯის საკითხი ამ იდეოლოგიური დაპირისპირების ყველაზე აქტუალურ საკითხად გადაიქცა.
დიქტატურის ანატომია ვერ ეგუება უკან დახევას,მითუმეტეს,როდესაც საქმე ისეთ დიქტატურას ეხება,რომლის მთავარი საყრდენიც მტრის ხატია.
სწორედ ამიტომ არ შეიძლებოდა ამ საკითხის აქტუალიზაცია ამ ვითარებაში..
ძალიან კარგად გათვლილი და ორკესტრირებული მრავალსვლიანი კომბინაციით ცდილობენ აზერბაიჯანის მთავრობას მანევრის შესაძლებლობა მოუსპონ და საქმე ისე წარმოუსახონ,რომ დავით-გარეჯის “დათმობის” შემთხვევაში მას მოუწევს იმის აღიარებაც,რომ ყარაბაღში არსებული ძეგლები ალბანური კი არა,არამედ სომხურია
ამას კი აზერბაიჯანის ხელისუფლება არ გააკეთებს.
გათვლა მარტივი და წაუგებელია.
იმ შემთხვევაში, თუ აზებაიჯანის ხელისუფლება დათმობაზე წავა, მას დამარცხებაში და ეროვნული ინტერესების გაყიდვაში დაადანაშაულებს მისი ოპოზიცია, რაც მას “უკეთეს შემთხვევაში”, დაასუსტებს.
თუ ის ბოლომდე გაამწვავებს სიტუაციას, მოხდება კონფლიქტი საქართველოსთან, რომლის შედეგები ნამდვილად კატასტროფული იქნება ორივე მხარისათვის და აქ სამხედრო უპირატესობას არ ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა.
დაახლოებით ანალოგიური სიტუაციაა ჩვენს მხარესაც.
ხალხის აღშფოთება და გულისწყრომა,
როგორც ყოველთვის, ზოგიერთებმა გადაიყვანეს გულზე მჯიღის ბრაგუნში,პატრიოტული სიმღერების შესრულებაში და ლექსების დეკლამაციაში, ლაშქრობებში ჩოხა-ახალუხით და ფეისბუკში გამობრწყინებით.
აქაც სრულიად ნათელი სურათია-ქართველი ხალხის სამართლიანი გულისწყრომა ექსცესებში უნდა გადაიზარდოს,ტალღამ საპასუხო ტალღა გააძლიეროს აზერბაიჯანში,რათა მოლაპარაკება ვერ შედგეს.
ამასთან აქტიურად ვრცელდება ათასგვარი მითი და ნახევრადსიმართლე,რომ ხალხმა ყოველგვარი ნდობა დაკარგოს მომლაპარაკებელთა მიმართ.
ცეცხლზე ნავთს შეძლებიდაგვარად ასხამს ზოგიერთი მედია -საშუალება,რომელიც ამ ისტორიაში შემკვეთთა მანკიერ პოლიტიკურ ნებას ახორციელებს.
რაც ყველაზე საშიში და აუტანელია,არის ჩვენი აზერბაიჯანელი მოქალაქეების მიმართ არასასურველი გამონათქვამებიც.
ამ სიტუაციიდან გამოსავალი ისაა,რომ ჩამოყალიბდეს ნდობა დამყარდეს კომუნიკაცია ხელისუფლებასა და ხალხს შორის,
აზერბაიჯანთან მოლაპარაკებას არა აქვს ალტერნატივა,ხოლო მისი მიმდინარეობა და შედეგები შეძლებიდაგვარად გამჭვირვალე უნდა იყოს.
აზერბაიჯანის ხელისუფლებას უნდა მიეცეს საშუალება ამ ვითარებიდან სახის დაუკარგავად ისე გავიდეს,რომ ჩვენი ინტერესები არ დაზარალდეს,ეს კი ამ ფონზე უბრალოდ შეუძლებელია.
ერთი რამეც უნდა ვისწავლოთ ბოლოს და ბოლოს.
ყველაზე უფრო კეთილშობილური აღტყინებაც კი შეიძლება გამოყენებულ იქნას ქვეყნის გარე მტრებისა და მათი აქაური აგენტურის,ისევე როგორც ხელისუფლების მანიაკალური წყურვილით შეპყრობილი ადგილობრივი პოლიტიკოსების მიერ.
არა მგონია, ამის გაგებას გონების დიდი დაძაბვა სჭირდებოდეს, ისეთი გამოცდილება გვაქვს”.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close