საზოგადოება

“ასეთ რეჟიმში ჯერ არ მიმუშავია”

70 წელს გადაცილებული ვარ და ასეთ რეჟიმში ჯერ არ მიმუშავია, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ „იმედის“ გადაცემაში „რა დროს ძილია“ განაცხადა.

მისი თქმით, ამ მოცულობის სამუშაოს ასეთ შემჭიდროებულ ვადებში შესრულება ექიმებს ჯერ არ დასჭირვებიათ.

„იყო დაძაბული პერიოდები, შიდსის ეპიდემიასთან ბრძოლა, ცე ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, სადაც ჩვენ ძირითადი ინიციატორები და განმახორციელებლები ვიყავით, იყო ღორის გრიპის ეპიდემია და მასთან ბრძოლა, წითელას ეპიდემია და მასთან ბრძოლა და მრავალი სხვა, მაგრამ არც ერთხელ ამ მოცულობის სამუშაოს შესრულება და ასე შემჭიდროვებულ დროში არ დაგვჭირვებია,“ – განაცხა ცერცვაძემ.

საქართველოში კორონავირუსის 90 შემთხვევა დადასტურდა. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსისგან 18 ადამიანი განიკურნა. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 231 იმყოფება, კარანტინში – 4695.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close