პოლიტიკა

„არავისთან ბოდიში მოსახდელი არ მაქვს, რამდენჯერაც გაბედავს, მიიღებს პასუხს“

„მე არავისთან ბოდიში მოსახდელი არ მაქვს“ , – ამის შესახებ კეა ბესელიამ ვანო ზარდიაშვილთან ინციდენტის შემდეგ  ჟურალiსიტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ვანო ზარდიაშვილი პროვოკაციისთვის სპეციალურად იყო შეგზავნილი დარბაზში.

„ეს იყო იაფასიანი დაგეგმილი პროვოკაცია. ძალიან შეგნებულად გამოუშვა როგორც ჩანს ჩინჩალაძემ და მისმა კლანმა ეს არარაობა, მათი მონა ზარდიაშვილი პროვოკაციის მოსაწყობად. მეტი მათ არაფერი იციან. შეხედეს, როგორ რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა მათი რჩეული მოსამართლე, ის კითხვები, რომელიც მასთან დაისვა და მწვავე ბრალდებები რაც მის მიმართ არსებობდა ააშკარავებდა, რაც ქართულ ოცნებას აქვს და ამ ყველაფრის გადასაფარად შემოუშვეს ზარდიაშვილი. მე არავისთან ბოდიში მოსახდელი არ მაქვს. რამდენჯერაც იქნება ასეთი ამორალური პროვოკაცია და თავდასხმა. მე გავიგონე მისი შეურაცხმყოფელ სიტყვები, შეიძლება თქვენ ვერ გაგეგოთ ისე ლაპარაკობდა. რამდენჯერაც ამას გაბედავს, მიიღებს პასუხს

პასუხისმგებლობას ვაკისრებ პირადად ბიძინა ივანიშვილს. სწორედ მისი პასუხსიმგებლობაა, რომ ადეიშვილის ღამის ბიჭი საუბრობს „ქართული ოცნების“ სახელით. თუ ივანიშვილს, ან „ქართულ ოცნებაში“ ჰგონიათ, რომ ეს მოსამართლეები გავლენ, ძალიან ცდებიან.   ვაფრთხილებ პირადად ივანიშვილს, თუ ის გააგრძელებს ხელისგადაგრეხვის პოლიტიკას, დაელოდოს პასუხს.“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

შეგახსენებთ, შელაპარაკება დამოუკიდებელ დეპუტატ ეკა ბესელიასა და უმრავლესობის წევრ ვანო ზარდიაშვილს შორის მოხდა, რის შემდეგაც ეკა ბესელიამ ვანო ზარდიაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, მას დაარტყა.

ზარდიაშვილმა მოსამართლეების მოსმენის დროს ახსენა სიტყვები “ბესელიას მორალი“, რის გამოც ბესელია მას ხელით შეეხო.

სხდომაზე დროებით შესვენება გამოცხადდა.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, მირანდა ერემაძეს უსმენდნენ.

პრაიმტაიმი

მეტი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close