Uncategorized

არაეთიკურია – გუნდის მწვრთნელი, რომელმაც მეტოქე 27:0 დაამარცხა, გაათავისუფლეს

იტალიურ ფეხბურთში ერთი უცნაური და საყურადღებო შემთხვევა მოხდა.  „ინვიკტა საურომ“ საკუთარ სტადიონზე „მარინა კალჩო“ მიიღო და უჩვეულოდ დიდი ანგარიშით დაამარცხა – 27:0.

მატჩის დასრულების შემდეგ, გამარჯვებული გუნდის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მათი მთავარი მწვრთნელი (რიჩინი) სასწრაფო წესით თანამდებობიდან გაეთავისუფლებინათ.

საქმე ისაა, რომ შეხვედრა იუნიორთა ტურნირის ფარგლებში იმართებოდა და ასეთი დიდი ანგარიშით მეტოქის დამარცხება არაეთიკურ საქციელად მიიჩნიეს.

„ჩვენ შოკირებულები ვართ და ძალიან განვიცდით აღნიშნულ ფაქტს. ჩვენმა იუნიორებმა მოწინააღმდეგე უკიდურესად დიდი ანგარიშით დაამარცხეს. ეს ახალგაზრდული ფეხბურთის ფასაეულობებს ეწინააღმდეგება. მეტოქეს პატივი უნდა სცე, რაც სამწუხაროდ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა არ გაითვალისწინა.

ჩვენი ღრმა რწმენით მწვრთნელი მომავალი თაობის ღირსეულად აღზრდას უნდა ემსახურებოდეს, რაც გამარჯვებაზე მნიშვნელოვანია“ – განაცხადა Football Italia – თან მიცემულ ინტერვიუში „ინვიკტა საუროს“ პრეზიდენტმა.

1tv

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close