მთავარი»საზოგადოება»“არ შეიძლება რეპეტიტორმა რომ შემომხედოს ხოლმე?“ – 2019 წლის აბიტურიენტების წინასაგამოცდო ფრაზები

“არ შეიძლება რეპეტიტორმა რომ შემომხედოს ხოლმე?“ – 2019 წლის აბიტურიენტების წინასაგამოცდო ფრაზები

10
გაზიარებები
Pinterest Google+

 

2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებამდე სულ ორი დღე დარჩა და შესაბამისად აბიტურიენტების ნერვიულობაც პიკს აღწევს. მათი ნაწილი საპროცედურო საკითხებზე ნერვიულობს, ნაწილს დაგვიანების ეშინია, რადგან საგამოცდო ცენტრი სახლიდან მოშორებით აქვს, ნაწილი კი გამოცდის საკითხებზე ნერვიულობს და ცდილობენ აქედანვე გამოიცნონ თუ რა თემები და კითხვები მოვა ტესტებში.

EDU.ARIS.GE გთავაზობთ აბიტურიენტების ყველაზე სახალისო და ფრთიან ფრაზებს, რომლებიც თან ახლავს მათ ნერვიულობას:

-“პირადობის მოწმობა 3 დღის ვადაგასული რომ იყოს რა უჭის.. 3 დღეში შევიცვლებოდი თუ რა?”

-“მუხიანიდან 117-ე სკოლაში დილის 08:00 საათზე რა ზებუნებრივი ძალების დახმარებით უნდა მივიდე?”

-“როცა განრიგი დაიდო და ნიკოფსიიდან დარუბანდში აღმოჩნდი”

-“რაც უფრო ვრწმუნდები იმაში, რომ სამედიცინოზე მინდა ჩაბარება, მით უფრო იცვლება ჩემი კალიგრაფია.”

-“მართლა დებილის შთაბეჭდილებას მიტოვებს ხალხი, რომელიც შემდეგ კითხვებს სვამს: აუ ამ საგამოცდო ცენტრში მარტო ხო არ ვააარ?
აუუუ აქ მოხვდით ვინმეეე?
აუუუუუუ მითხარით რომ ვინმეს მაინც გაქვთ ჩემთან ერთად რააა.
არა, მთელ სკოლაში მარტო შენ გაქვს გამოცდა და დანარჩენი 40 000 აბიტურიენტი სხვა სკოლებში გადაანაწილეს რათა შენთვის სიმყუდროვე არ დაერღვიათ და კომფორტულ გარემოში გეწერა გამოცდა, მარტოდ მარტოს.”

-“არ შეიძლება რეპეტიტორმა რომ შემომხედოს ხოლმე?? რომ ვუყურებ ჩემს მასწავლებელს გონება მეხსნება, თან შეგვათვალიერებს.”

-“რომ არ დამაგვიანდეს სკოლის ეზოში დავიძინებ წინა საღამოს.”

-“გამოცებამდე არ გაეკაროთ ფბს ან იმ პოსტებს რაც გამოცდებს ეხება. არც მესენჯერი გახსნათ ან გახსენით, მაგრამ არა ნათესავების და 2 წლის მოუკითხავი მეგობრის, რომლებიც ეცდებიან მოტივაცია აგიმაღლონ შემდეგი ფრაზებით: არ ინერვიულო ყველაფერი კარგად იქნება იგი აგიიი. პირიქით დაისტრესებით.”

-“არ ვნერვიულობდი და უკვე იმდენმა მითხრა არ ინერვიულოო, დამაწყებიეს ნერვიულობა.”

-“უნარების ვერბალურ ნაწილში ნუთუ რამე ხრიკები არ არსებობს?
-გარტყმის უნარის ქონა.”

-“რაც იქნება იქნება, 0-ზე დაბალს მაინც ვერ მივიღებ.”

-“მეეზოვის ხელფასი 600 ლარი
ნაგვის მანქანა 800 ლარი
სტაიანჩიკი გამომუშავებით (დღეში 50 ლარამდე შოულობენ)
არცერთს არ უნდა დიპლომი და რატო ნერვიულობთ?.”

-“ნაეკი”, პასტას გამომატანთ?? სანაძლეო დავდე პასტას წამოვიღებ თქო.”

EDU.ARIS.GE

წინა პოსტი

„მათ თუ დაავიწყდათ, ჩვენ გვახსოვს სისხლით შეღებილი რუსთაველი..“

შემდეგი პოსტი

"ხელისუფლების შეცვლის ბოლშევიკური მეთოდი - სწავლა სიბერემდეო, ნათქვამია"