პოლიტიკა

აფხაზეთმა რუსეთთან საზღვარი ჩაკეტა

კორონავირუსის გავრცელების გამო, ოკუპირებულმა აფხაზეთმა რუსეთთან საზღვარი ჩაკეტა. შესაბამის განკარგულებას ხელი თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ვალერი ბრანბამ მოაწერა. 20 აპრილამდე საზღვრის გადაკვეთა მხოლოდ ოკუპირებული აფხაზეთის მოქალაქეებს და მოვლინებით მყოფ რუსეთის მოქალაქეებს შეუძლიათ.

25 მარტს ოკუპირებულ აფხაზეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. 7 აპრილამდე აკრძალულია ხალხის თავშეყრა და მასობრივი ღიონისძიებები, ასევე თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში უცხო ქვეყნების მოქალაქეთა შესვლა ტურისტული მიზნით. ქვეყანაში დაიხურა სპორტული დარბაზები, ფიტნეს-ცენტრები, კაფეები, რესტორნები და ბაზრობები. შეჩერებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა.

სოხუმის ინფორმაციით, აფხაზეთის ტერიტორიაზე ჯერჯერობით, კორონავირუსის შემთხვევები არ დადასტურებულა.

რაც შეხება რუსეთს, ქვეყნის ტერიტორიაზე გამოვლენილია კორონავირუსის 1 036 დადებითი შემთხვევა, აქედან გამოჯანმრთელებულია 45 ადამიანი, გარდაცვლილია 3. ბოლო დღის განმავლობაში კი რუსეთში კორონვირუსის 200-ზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს როგორ შედის ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთის მხრიდან ავტომანქანების კოლონა.“რას შემოგვიტანენ, ღმერთმა იცის” – ასეთ კომენტარს აკეთებდა ადამიანი, რომელმაც ვიდეო სოციალურ ქსელში გაავრცელა.

ამ დროისთვის მსოფლიოში დაფიქსირებულია ახალი კორონავირუსით ინფიცირების 600 863 შემთხვევა. ამ დროისთვის, ყველაზე მეტი ინფიცირებული ამერიკის შეერთებულ შტატებშია – 104 300 შემთხვევა. მეორე ადგილზეა იტალია – 86 500 შემთხვევა და ჩინეთი 81 400 შემთხვევა.

COVID-19 მთელ მსოფლიოში 27 400 ადამიანი ემსხვერპლა, გამოჯანმრთელდა დაახლოებით 133 400 ადამიანი.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close