მთავარი»საზოგადოება»აფეთქება საცხოვრებელ სახლში – დაშავებულია სამი ადამიანი

აფეთქება საცხოვრებელ სახლში – დაშავებულია სამი ადამიანი

8
გაზიარებები
Pinterest Google+

 

თბილისში, საბურთალოს რაიონში, ჭილაძის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში აფეთქების შედეგად 3 ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას “ტაბულა” ავრცელებს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აცხადებს, რომ აფეთქების მიზეზი, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვაა.

მათივე ცნობით, 2 ადამიანი მსუბუქად დაშავდა, ხოლო ერთი კლინიკაშია გადაყვანილი. უწყების ინფორმაციით, აფეთქებას ნგრევა არ მოჰყოლია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240 მუხლით დაიწყო, რაც უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს. ისჯება 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

წინა პოსტი

„შესაძლოა, ორშაბათამდე ვერ მივაღწიო და გავასწრო სალომე ბარკერის დას“

შემდეგი პოსტი

„ყაზტრანსგაზი“ ჭილაძის ქუჩაზე მომხდარ აფეთქებაზე განცხადებას ავრცელებს