საზოგადოება

“ამიტომ იმეორებდნენ მთელი დღე ტრაპაიძე და სანაია თუთიყუშებივით, რასაც ფხიზლად აკონტროლებდა გრიგოლია”

“ნიკა გვარამია ვახო სანაიას სოლიდარობას უცხადებს.ეს უკანასკნელი კი -ოქრო ხარო და გულებს უგზავნის.
ინგა გრიგოლია წერს სტატუსს, რომ თითქოს გუშინდელი მარაზმი ვახო სანაია ჟურნალისტური გაბედულება იყო და არა ტვ “პირველის” საერთო სარედაქციო პოლიტიკის ნაწილი.
გვარამია აცხადებს,რომ სახელმწიფო დაავადების რეალურ მასშტაბს მალავს.
პარალელურად სააკაშვილი,როგორც ყოველთვის, იტყუება და 10.000 ემიგრანტის საკუთარი სახსრებით ჩამოყვანაზე მთავრობის ნებართვას ითხოვს.
არადა, დღესავით ნათელია რომ კოორდინირებულ მოქმედებეთან გვაქვს საქმე.
ეპიდემიოლოგებისგან იციან, რომ აპრილის დასაწყისიდან მოსალოდნელია ეპიდემიის პიკი და გეგმავენ ის ” სწრაფი ტესტების” არქონას დააბრალონ, ეს არქონა კი ხელისუფლების კორუფციულ ინტერესებს.
ამიტომ იმეორებდნენ ამას გუშინ მთელი დღე ტრაპაიძე და სანაია თუთიყუშებივით, რასაც ფხიზლად აკონტროლებდა გრიგოლია.
მოდელირებული რეალობა,რომლის დამკვიდრებასაც ცდილობენ ასე უნდა გამოიყურებოდეს- ხელისუფლებამ არ შემოიტანა ტესტები, ამას მოჰყვა ეპიდემიის გავრცელება, რომლის მასშტაბები გაცილებით დიდია, მას არ ჩამოჰყავს ემიგრანტები მიხეილ სააკაშვილის წინადადების მიუხედავად, ამას დაემატება ეკონომიკური პრობლემების ექსპლუატაცია.
სხვა ჭორების გავრცელება,რომ თითქოს პოლიციელები ტოვებენ სამსახურს და ა.შ. და სანატრელი რევოლუციური სცენარიც რეალური გახდება.
აკი ყავთ რეზერვში ჩეგევარა გუბაზ სანიკიძე და კომპანია.
ამ გეგმის განხორციელებას ხელს ჩვენი ეპიდემიოლოგების ავტორიტეტი და ხალხის მათ მინართ ბუნებრივი სიმპათია უშლის, ამიტომ ცდილობენ მათ დემორალიზაციას და დისკრედიტაციას, თანაც ნანობენ ალბათ,რომ თავის დროზე ვერ ჩარეცხეს, აკი აპირებდნენ კიდეც, როგორც პაატა იმნაძემ თქვა.
მოკლედ,ვთვლი, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისას შეცდომები იქნა დაშვებული.
არ შეიძლება ასეთ ვითარებაში ამ დივერსანტებს მოქმედების თავისუფლება ჰქონდეთ.
საშიშია” – წერს სოსო მანჯავიძე ფეისბუქზე.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close