მთავარი»Slider»ამ პოსტით მივმართავ ყველა ჩემს ავად მ ა ხ ს ე ნ ე ბ ე ლ თ! – ავთო რცხილაძე

ამ პოსტით მივმართავ ყველა ჩემს ავად მ ა ხ ს ე ნ ე ბ ე ლ თ! – ავთო რცხილაძე

3
გაზიარებები
Pinterest Google+

„ამ პოსტით მივმართავ ყველა ჩემს ავად მ ა ხ ს ე ნ ე ბ ე ლ თ!
ქალბატონებო და ბატონებო! უპირველეს ყოვლისა, გირჩევთ, გაეცნოთ ჩემს ავტობიოგრაფიას(ფეისბუკზე)ასევე მოიძიოთ და წაიკითხოთ ჩემი ავტორობით გამოცემული 780 გვერდიანი წიგნი “მზე კავკასიისა”(დადიანის ქ. 4-წიგნის მაღაზია)რმელიც მოიცავს საქართველოს უახლოესი ისტორიის 1988-2017 წლეებს და მხოლოდ ამის შემდგომ იმსჯელოთ და შეაფასოდ ჩემი პიროვნება: უფალმა ბედნიერმყო, რომ ვარ ბ-ნ ზვიად გამსახურადიასა და მერაბ კოსტავას უახლოესი თანამერბძოლი და მეგობარი! ასევე ბედნიერი ვარ იმითაც , რომ ბ-ნი ზვიადი ბრძანდებოდა და არის ჩემი მასწავლებელი!
ისიც, რომ ვიყავი საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს დეპუტატი, მაქვს ხელი მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენისაქტზე! რაც ჩემთვის უდიდესი პატივია! ამასთან ერთად ვარ ეროვნული მოძრაობის ყველა ხელმძღვანელი ცენტრის თანადამფუძნებელი.
ჩვენი მაცხოვარი და უფალი იესო ქრისტე გვასწავლის:
ნუ იქნები ცრუ მოწმე! ცილი არ სწამო, მოყვასსა შენსა წამებითა ცრუითა!
მკრეხელობაა ასევე ბილწსიტყვაობა! წყევლა! პიროვნების მებისმიერი შეურაცყოფა!
დასასრულს მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო:
ჩემთვის ე.შევარდნაძე, მ .სააკაშვილი, ბ.ივანიშვილი არიან საქართველოს დამანგრეველ-დამაქცევარნი! მონა-მსახურნი მსოფლიოს მასონურ,ნეოტროცკისტულ,ლიბერასტულ,ფინანსურ-ოლიგარქიული ცკ-სი!
დასარულს მოგახსენებთ, მიუხედავათ უდიდესი სიძნელეებისა, საქართველო დაიბრუნებს ეროვნულ-სახელმწიფოებრივ ღირსებას და აღორძინდება ფერფლ იდან ვითარცა ფენიქსი!“ – წერს ფეისბუკზე საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს დეპუტატი ავთო რცხილაძე და ასევე აქვეყნებს ბიოგრაფიას: 

დავიბადე,1939 წლის 19 ივნისს თბილისში, ვერის უბნის სამშობიარო სახლში,რომელსაც ამჟამად ეწოდება ჩაჩავას სახ.მეან-გინეკოლოგიის კლინიკა.
ამავე კლინიკაში; დაიბადნენ ჩემი წინაპრები, რცხილაძეები: პაპა ივანე,მამა ფარნაოზი.
დედა–ნინა მაისეევა ეროვნებით რუსია.
დავამთავრე თბილისი ყოფილი 7 ვაჟთა ქართული საშუალო სკოლა,აჟამინდელი 53 საჯარო.პირველი ოთხი
კლასი მერაბ კოსტავასთან ერთად ვისწავლე,შემდეგ კი მერაბი გადავიდა სკოლაში,სადაც ბატონი ზვიადი სწავლობდა. შემდგომში,საშუალო სკოლის პარალელურად,ბატონ ზვიადთან ერთად ვსწავლობდით, თბილისის ნიჭიერთა
სამუსიკო ათწლედში, სადაც ასევე სწავლობდნენ, მომავალში უდიდესი მუსიკოს-შემსრულებლები ელისო ვირსალაძე და ლიანა ისაკაძე.
მერაბთან მეგობრობა1947 წლიდან მაკავშირებდა, ხოლო ბ- ნ ზვიადთან მეგობრობას საფუძველი ჩაეყარა მოგვიანებით.
სამხედრო სავალდებულო სამსახური, 1958-1961წლებში გავიარე. დავამთავრე თბილისის:რკინიგზის ტექნიკური სასწავლებელი, თბილისის 3-სამუსიკო სასწავლებელი; თბილისის სახელმწიფო კოსერვატორია; ვმუშაობდი: საწარმო სწავლების ოსტატად,მექანიკოსად თბილისის მეტროპოლიტენში ,თელავის სამუსიკო სასწავლებელში პედაგოგად,თბილისის ვ.აბაშიძის მუსკომედიის თეატრი მსახიობ-სოლისტად.
1978 წლიდან ჩავები ეროვნულ მოძრაობაში.
1988 წლიდან ვარ საქართველოს ჰელსინკის ჯგუფის წევრი.
ვითვლები ეროვნული მოძრაობის ყველა ხელმძღვანელი ცენტრ
ის: ეროვნული ხსნის მთავარი კომიტეტის, ეროვნული ფორუმის,საქართველოს პოლიტიკურ პარტიათა და ორგანიზაციათა მრგვალი მაგიდისა და პოლიტ.ორგანიზაციის საქ.ჰელსინკის კავღშირის თანადამფუძნებლად.
ვარ საქ.რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს დეპუტატი.
1991 წლის 9 აპრილს ხელი მოვაწერე საქართველოს სახელმწიფოებრი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე, რაზედაც უდიდეს მადლობას მოვახსენებ საქართველოს პრეზიდენტსა და ჩემს მასწავლებელს ბ-ნ ზვიად გამსახურდიას!

აქვე გთავაზობთ ავთო რცხილაძის კიდევ ერთ პოსტს:

საჯარო წერილი,
პარტაიგენოსე
ბიძინა
ი ვ ა ნ ი შ ვ ლ ს !
აღნიშნული წერილის გამოქვეყნება მაიძულა თქვენს მიერ გამოთქმულმა, “კრიტიკულმა” მოსაზრებამ, რომელშიც არა ობიექტურად შეაფასეთ, ბატონ ზვიად გამსახურდიას საქმიანობა, სახელმწიფოს მეთაურის პოსტზე! თქვენ აღნიშნავთ: ზვიად გამსახურდიას მართალია უყვარდა საქართველო,მაგრამ სახელმწიფოს მართვის ცოდნა არ გააჩნდა!?
რას უნდა მივაწეროთ თქვენს მიერ აღნიშნული სიტყვები?
პირად სიძულვილს პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მიმართ, თუ აბსოლუტურ უცოდინრობას, საქართველოს უახლესი ისტორიისა!?
აქედან გამომდინარე,მინდა ავღნიშნო მნიშვნელოვანი ფაქტები ჩვენი ქვეყნის
ეროვნული მოძრაობის მატეანედან:
1. ბ-ი ზვიადი დაიბადა,1939 წლის 31 მარტს დიდი ქართველი მამულიშვილისა და მწერლის კონსტანინე გამსახურდიას ოჯახში.
2. ბავშვობიდან, ბ-ი ზვიადი გამოირჩეოდა უდიდესი ნიჭით,ბრწყინვალე მეხსიერებით,ბეჯითობით, ეროვნულ-პატრიოტული სულისკვეთებით,და ზნეობრივი მდგრადობით!
3. მან პირად კეთილდღეობას ამჯობინა,საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენისათვის, მოწამებრივი გზით სიარული!
4. ბ-მა ზვიადმა საქართველოს ეროვნული მოძრაობა ატარა პოლიტიკური ბრძოლის გზით, საერთაშორისო სამართლის ნორმებზე დაყრდნობით!
5. ბ-ნ ზვიადის ხელმძღვანელობით საქართველოში პირველად ჩატარდა მრავალპარტიული, არა საბჭოური,ჭეშმარიტად დემოკრატიული, საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს არჩევნები! რომელშიც, უდიდეს გამარჯვებას მიაღწია “მრგვალი მაგიდის” სბრჩევნო ბლოკმა “მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველო”-მ.
6. 1990 წლირ 14 ნოემბერს, ახლად არჩულმა უზენაესმა საბჭომ, თავმჯდომარედ აირჩია ბ-ნი ზვიად გამსახურდია!
7. 1991წლის 31 მარტს, საქართველოში ჩატარდა საყოველთაო გამოკითხვა-რეფერენდუმი, რომელზეც იყო გატანილი
საკითხი: გსურს თუ არა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა,1918 წლის 26 მაის მიღებული დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე. საკითხის დადებითად გადაწყვეტას მხარი დაუჭირა რეფერენდუმში მონაწილეთა უდიდესმა უმრავლესობამ,
იმავე დღეს გაიმართა საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების-საკრებულოების არჩევნები,რომელშიც დამაჯერებლად გაიმაჯვა “მრგვალმა მაგიდამ”!
8.1991წლის 9 აპრილს, საქართველოს რსპუბლიკის უზენაესმა საბჭომ, ერთხმად მიიღო საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი!
9. 1991 წლის 26 მაის საქართველოში პირველად ჩატარდა საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები, დიდი უპირატესობით გაიმარჯვა ბ-მა ზვიადმა!
10.ბ-მა ზვიადმა წარმატებით მოაგვარა ურთიერთობები აფხაზებთან!
11.საქართველოში,1991 წლის აპრილში მომხდარი-დამანგრეველი მიწისძვრის შედეგები მოკლე დროში იქნა დაძლეული!
12. ეროვნული ეკონომიკის განვითარების კონცეფციის მიხედვით,
გამოცხადდა გარდამავალი პერიოდი,რაც ითვალისწინებდა არსებული ეკონომიკური სტრუქტურებიდან საბაზროზე გადასვლას თანდათანობით! აღნიშნული საკითხები
განხორძიელდა შვიდ თვეში!(დრდა 12ე ოჟუნქტისა)
12. საქართველოს მისწრაფებას დამოუკიდებლობისათვის უდიდესი აგრესია მოჰყვა მსოფლიოს მასონურ,ნეოტროცკისტულ, ლიბერასტული ც.კ-ის მხრიდან ჯერ იყო და აშშ-ს პრეზიდენტმა,ჯორჯ ბუშმა(უფროსმა),1991 წლის ზაფხულში განაცხადა:-ზვიად გამსახურდია დინების საწინააღმდეგოდ მიცურავსო!?
რას ნიშნავდა ამდაგვარი განცხადება პრეზიდენტ ბუშისა!?
13. საქართველოს მტრები 1991 წლის სექტემბრიდან გადავიდნენ აგრესიულ ქმედებებზე და 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვრის შეიარაღებული კრიმინალური ამბოხის შედეგად, რომელიც ინსპირირებული იყო საერთაშორისო მასონურ,ნეოტროცკისტული ცკ-სა და მათი :აგენტების: გორბაჩოვი,შევარდნაძე,იაკოვლევი,ელცინი-ს მეშვეობით! ჩვენი ქვეყნის შიგნით მომქმედ გამყიდველ-მოღალატეებზე:შევარდნაძე,თ.სიგუა,ჯ.იოსელიანი,გ.ჭანტურია და მათ ბანდ-ფორმირებებზე დაყრდნობით,ასევე რუსეთის შეიარაღებული ძალების უშუალო აშკარა, მონაწილეობით დაამხეს პრეზიდენტ ზ.გამსახურდიას ეროვნული ხელისუფლება,რაც იყო უდიდესი დანაშაული ჩადენილი ღვთისა, ერისა და სამშობლოს
წინაშე!
14. მ.სააკაშვილმა, პრეზიდენტობისას, თავზე დაიმხო მთელი ქვეყანა! თავისი ბანდიტურ-მაფიოზური ქმედებებით მან აიმხედრა მთელი ერი! აშშ-ის შეშფოთებულმა ხელისუფლებამ,იმის შიშით,რომ ქართველი ერი აჯანყების გზით დაამხობდა სააკაშვილის ნაცბანდას, თქვენ-ბიძინა ივანიშვილს, დაგავალათ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა,ხოლო გამარჯვების შემდეგ კი ერის რისხვისგან სააკაშვილისა და ნაცბანდის გადარჩენა!
რაც თქვენ დიდი გულმოდგინებით აღასრულეთ!
და ასრულებთ დღესაც! თქვენი და სააკაშვილის დაპირისპირება, ამაზრზენი პოლიტიკური თამაშია!
დასასრულს კი გირჩევთ, ხელი აიღოთ საქართველოში მიგრანტების ჩამოსახლებაზე!
ვერავითარი ძალა ვერ დაამკვიდრებს საქართველოში სოდომურ ცოდვას იგივე პედერასტობას! ასევე გირჩევთ, დაემორჩილოდ მცნებებს უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი!
პ.ს. თუ არა და დაიმკვიდრებთ “საპატიო” ადგილს საქართველოს უდიდეს მ ო ღ ა ლ ა ტ ე თ ა სიაში! –  წერს ფეისბუკზე საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის დეპუტატი ავთო რცხილაძე.

წინა პოსტი

რა ხდება იტალიის ქართულ ემიგრაციაში და რატომ სცემეს ქალებმა ერთმანეთი?!

შემდეგი პოსტი

კრედიტორებზე წნეხის შემცირების მოთხოვნა და ზემოგებებზე უარის თქმა “განკულაკება” ყოფილა