მთავარი»საზოგადოება»ახალგორის მოსახლეობა სახლებს ტოვებს

ახალგორის მოსახლეობა სახლებს ტოვებს

11
გაზიარებები
Pinterest Google+

გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, რომ ახალგორში ოკუპანტები ე.წ. საზღვარს კეტავენ, მოსახლეობის ნაწილი სოფლებს ტოვებს. „პირველის“ ჟურნალისტები სოფელ ოძისში ადმინისტრაციულ საზღვართან იმყოფებოდნენ.

ერთ-ერთი ადგილობრივის თქმით, გავრცელებული ინფორმაციის გამო გადაწყვიტა, დაეტოვებინა სახლი და ე.წ. საზღვარს აქეთ, ქართული ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსულიყო. როგორც ამბობს, მოსავლის აღება, ასე თუ ისე, მოასწრო.

ასევე ახალგორი დატოვა 70 წლის ქალმა შვილიშვილთან ერთად.

მისი თქმით, ეს ემოციურად მძიმეა რადგან წლებია იქ ცხოვრობს და ექთნად მუშაობს.

როგორც ადგილობრივებმა „პირველის“ ჟურნალისტებს უთხრეს, გზა 4 სექტემბრიდან იკეტება და გახსნის თარიღი ჯერ-ჯერობით უცნობია. რისი წამოღებაც სახლიდან შეძლეს ყველაფერი წამოიღეს, ძირითადად საყოფაცხოვრებო ნივთები.  პირადი უსაფრთხოებიდან გამომდინარე მათ საკუთარი ვინაობის გამხელა არ ისურვეს.

pia.ge

წინა პოსტი

„ჩვენი ფუმფულა ბიჭის გამოსამშვიდობებელ შეხვედრაზე არ მიიწვიეს კავკასია“

შემდეგი პოსტი

„ბომბზე რომ იჯდე და არ იცოდე, როდის გამოკრავენ ხელს, ისე ვართ“- რა ხდება ახალგორში?