სამართალი

ადვოკატი – ძმები ფეიქრიშვილების საქმეზე დაკავებული 4 პირი ასლან აბაშიძის დაცვის წევრი იყო

ძმებ გიორგი და დავით ფეიქრიშვილების მკვლელობის მომზადების საქმეზე დაკავებული 4 პირი ასლან აბაშიძის დაცვის წევრი იყო, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ერთ-ერთი ბრალდებულის, იური მჟავანაძის ადვოკატმა, ემზარ პაქსაძემ განუცხადა.

„გარკვეული პერიოდი ბატონი როლანდ ბერიძე დაცვის უფროსი იყო, ზოგი მის დაქვემდებარებაში იყო, მაშინ სპეციალური სამსახურები არსებობდა.

იური მჟავანაძე აღიარებს ბრალს, ის ბრალდებულია ბათუმის ეპიზოდთან დაკავშირებით.

მას ედავებიან ფეთქებადი მოწყობილობის შეძენაში დახმარებას. მან ერთ-ერთი ბრალდებული როლანდ ბერიძე ფეთქებადი საშუალების შესაძენად მიიყვანა კიდევ ერთ ბრალდებულ ნუგზარ ბეჟანიძესთან. ამის უკან ვინ იდგა, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფისთვის იყო უცნობი. ის მხოლოდ ფიგურირებს აღნიშნულ საქმეში, თავად ამ ასაფეთქებელი საშუალების შეძენაში დახმარებაზე”, – განაცხადა პაქსაძემ.

შეგახსენებთ, ძმებ გიორგი და დავით ფეიქრიშვილების შეკვეთილი მკვლელობის მომზადების საქმეზე ბრალდებულ ექვსივე პირს – ნუგზარ ბეჟანიძეს, გოჩა თადუმაძეს, გიორგი ბიბილაურს, ბექა ცინცაძეს, როლანდ ბერიძესა და იური მჟავანაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

აღნიშნულ საქმეზე სულ 7 პირია დაკავებული, მათგან ერთი უკრაინაში. 6 პირიდან 2-ს, გიორგი ბიბილაურსა და ბექა ცინცაძეს სახელმწიფო ბრალდება განზრახ მკვლელობის მომზადებას, დანარჩენ 4 პირს – ნუგზარ ბეჟანიძეს, გოჩა თადუმაძეს, როლანდ ბერიძესა და იური მჟავანაძეს ფეთქებადი და ასაფეთქებელი ნივთიერების დამზადება და გასაღებას ედავება.

ipn.ge

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close