მთავარი»საზოგადოება»„აბსოლუტური სიზუსტით ვერც ერთი სისტემა ვერ მოქმედებს, მათ შორის ვერც სოციალური დახმარების მინიჭების“ – დავით სერგეენკო

„აბსოლუტური სიზუსტით ვერც ერთი სისტემა ვერ მოქმედებს, მათ შორის ვერც სოციალური დახმარების მინიჭების“ – დავით სერგეენკო

1
გაზიარებები
Pinterest Google+

 

ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს განცხადებით, არსებული მდგომარეობით, სოციალური დახმარებების მინიჭების მეთოდოლოგიაში ცდომილება 2,7%-ია.

რის ფონზეც, მისი თქმით, რამდენიმე ასეულ ადამიანს შესაძლოა, არასწორად მოეხსნას და იმავე რაოდენობას არასწორად დაენიშნოს სოციალური დახმარება.

„აბსოლუტური სიზუსტით ვერც ერთი სისტემა ვერ მოქმედებს, მათ შორის ვერც სოციალური დახმარების მინიჭების. ასე, რომ არის შემთხვევები, როდესაც არასწორად ეხსნება და შესაბამისად, არასწორად ენიშნება სოციალური დახმარება. ამის პროცენტიც იზომებოდა წლების განმავლობაში და 2015-2016 წლებში ცვლილებების გატარებამდე, ეს იყო 5,1% და ახლა შემცირდა 2,7%-მდე, თუმცა ესეც საკმაოდ დიდი ცდომილებაა. ეს ნიშნავს, რომ რამდენიმე ასეულ ადამიანს შესაძლოა არასწორად მოეხსნას და იმავე რაოდენობას არასწორად დაენიშნოს სოციალური დახმარება,“ – განაცხადა დავით სერგეენკომ.

როგორც მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ინტერპელაციის წესით მოსმენისას განმარტა, 2015 წელს სოციალური დახმარებების მინიჭების მეთოდოლოგიაში განხორციელებული ცვლილებების შემდეგ, იმ ბავშვთა რაოდენობა, რომლებიც საარსებო შემწეობას იღებენ, 108 ათასიდან 157 ათასამდე გაიზარდა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ღარიბი ბავშვების რაოდენობა გაიზარდა.

სერგეენკოს თქმით, სოციალური დახმარების მინიჭების არსებული მეთოდოლოგიის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა რთულად გასაგები ფორმულაა, რის გამოც, მინისტრის თქმით, მიღებული გადაწყვეტილებების ახსნა მოსახლეობისთვის რთულია.

მეტრონომი

წინა პოსტი

სომხეთში სოროსის ფონდის საქმიანობის აკრძალვას ითხოვენ

შემდეგი პოსტი

„მადლობა ყველას, ვინაც წამიერად მაინც ამოთქვა ,,ვაი შვილო“ - ლაგოდეხში გარდაცვლილი 16 წლის გოგონას დედა წერილს აქვეყნებს