მსოფლიო

85-წლის ქალი, რომელიც 22 კგ იწონის, კორონავირუსისგან განიკურნა

ინდოეთის შტატ ოდიშაში 85-წლის 22 კგ წონის პაციენტი განიკურნა COVID-19 -საგან და გაეწერა საავადმყოფოდან.

ხანდაზმული ქალბატონი საავადმყოფოში ჰოსპიტალიზირებული იქნა აპრილის ბოლოს, როდესაც ახალ კორონავირუსულ ინფექციაზე ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა.

მიუხედავად პაციენტის ანომალურად დაბალი წონისა, დაავადება მიმდინარეობდა მსუბუქ ფორმაში. ექიმები ამას პაციენტში ქრონიკული დაავადებების, დაავადების გართულებული მიმდინარეობის არარსებობით ხსნიდნენ. ერთერთი ექიმის თქმით, პაციენტს აღენიშნებოდა მხოლოდ “ასაკობრივი პრობლემები”.

ქალბატონი საავადმყოფოდან გამოწერეს კორონავირუსზე უარყოფითი ტესტირების შემდეგ. გამოწერამდე სამი დღით ადრე პაციენტს არ აღენიშნებოდა ინფექციის სიმპტომები.

ექიმებმა და მედიცინის მუშაკებმა ოვაციებით გააცილეს პაციენტი სახლში. ის გაემგზავრა თავის სოფელში, პატარა შვილიშვილთან ერთად.

მსოფლიოში კორონავირუსისგან გამოჯანრთელებული ყველაზე ხანდაზმული პაციენტი 113 წლის ესპანელი ქალბატონი მარია ბრანიასია (Maria Branyas). დაავადება მიმდინარეობდა უსიმპტომოდ, პენსიონერი არსად გადიოდა მოხუცებულთა სახლის საკუთარი ოთახიდან, რომ არ დაესნებოვნებინა სხვები.
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close