მსოფლიო

72 წლის მღვდელმა სუნთქვის აპარატი ახალგაზრდა ინფიცირებულს დაუთმო და გარდაიცვალა

იტალიაში 72 წლის კათოლიკე მღვდელი კორონავირუსით გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც უარი თქვა მართვითი სუნთქვის აპარატზე და ის ახალგაზრდა ინფიცირებულს დაუთმო. ინფორმაციას გამოცემა newsweek ავრცელებს.
ჯუზეპე ბერარდელი ქალაქ ლოვერის ჰოსპიტალში გარდაიცვალა. მან ექიმებს უარი უთხრა იმ სამედიცინო აპარატურის გამოყენებაზე, რომელიც სპეციალურად მისთვის მრევლმა შეიძინა.
მღვდელი ადგილობრივებისთვის კარგად იყო ცნობილი თავისი ქველმოქმედებით. ის სისტემატიურად ეხმარებოდა გაჭირვებულ ადამიანებს.

„პრაიმტაიმი“

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close