ეს საინტერესოა

7 მსახიობი, რომელსაც ბავშვობაში მოპოვებულმა დიდებამ და ფულმა ცხოვრება დაუმახინჯა

რატომ სცადა მაკოლეი კალკინმა თვითმკვლელობა და რა პრობლემები მოუტანა ნორჩ მსახიობებს ნაადრევმა დიდებამ და ფულმა?

ზოგჯერ საკუთარი დიდების სიმძიმეს ზრდასრული, ჩამოყალიბებული ადამიანები ვერ უმკლავდებიან, ამიტომ მსახიობებს, რომლებმაც შემოქმედებითი კარიერა ბავშვობის წლებში დაიწყეს, გაცილებით უჭირთ. ისინი ახალი შთაბეჭდილებების ძებნას იწყებენ და დიდებას აკრძალული ნივთიერებები და სპირტიანი სასმელები ანაცვლებს..

დროუ ბერიმორი

Дрю Бэрримор.

დროუ ბერიმორთან პოპულარობა 6 წლის სასკში მოვიდა, ხოლო 10 წლისა უკვე „ოქროს გლობუსის“ ნომინანტი იყო. ნორჩ მსახიობს ნარკოტიკები და სპირტიანი სასმელები უკვე გასინჯული ჰქონდა და მალე დამოკიდებულებისგან რომ გათავისუფლებულიყო, სარეაბილიტაციო კურსის გავლა მოუწია. დრიუ ბერიმორი ჯანმრთელი ცხოვრების წესს და სრულფასოვან პროფესიულ საქმიანობას მხოლოდ 20 წლის ასაკში დაუბრუნდა.

ლინდსი ლოჰანი

Линдси Лохан.

ლინდსი ლოჰანი მხოლოდ სამი წლის იყო, როცა პოდიუმზე გამოდიოდა და რეკლამაში იღებდნენ. 10 წლის გოგონა მსახიობი გახდა და ხუმრობით, შოუ-ბიზნესის ვეტარანს ეძახდნენ. ლინდისთან ნამდვილი დიდება მოზარდობის ასაკში მივიდა, როცა ფილმში „მახე მშობლებისთვის“ გადაიღეს. ნორჩი მსახიობის სუსტი მხრებისთვის დიდების სიმძიმე დაუძლეველი აღმოჩნდა.  ის რამდენჯერმე ნარკოტიკებთან დაკავშირებულ სკანდალში გაეხვა და გისოსებს მიღმა აღმოჩნდა. 2016 წელს მსახიობმა განაცხადა, რომ ისლამი მიიღო, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია, რომ ნარკოტიკების მიღება და სკანდალური ცხოვრება გაეგრძელებინა.

ეშლი და მერი-კეიტ ოლსენები

Эшли и Мэри-Кейт Олсен

ტყუპმა დებმა კინოში თავიანთი პირველი როლი რომ მიიღეს, როცა ერთი წლისაც არ იყვნენ. ამის შემდეგ „სავსე სახლის“ ზედიზედ რვა სეზონში მიიღეს მონაწილეობა. მათი კარიერა თავბრუდამხვევი სისწრაფით ვითარდებოდა. მომხიბვლელი გოგონები ეკრანზე მშვენივრად გამოიყურებოდნენ და პოპულარობით ტკბებოდნენ, მაგრამ ბევრი მსახიობის მსგავსად, ალკოჰოლის ცდუნებას ვერ გაუძლეს. საბოლოოდ, ეშლი დამღუპველ მისწრაფებას დამოუკიდებლად გაუმკლავდა, ხოლო მერი-კეიტს, რომელსაც ანორექსია განივითარდა,  სპეციალისტების დახმარება დასჭირდა. მიუხედავად იმისა, რომ დროთა განმავლობაში გოგონები პრობლემებს გაუმკლავდნენ, სირთულეები მათ გარეგნობაზე და პროფესიულ საქმიანობაზეწ აისახა.

ედუარდ ფიორლონგი

Эдвард Фёрлонг.

ის 13 წლის იყო, როცა არნოლდ შვარცნეგერთან ერთად „ტერმინატორი 2“-ში გადაიღეს. ფულმა და დიდებამ ბევრი ნორჩი მსახიობის მსგავსად, მასაც პრობლემები მოუტანა. ედუარდი ალკოჰოლზე და ნარკოტიკებზე დამოკიდებული გახდა, ამიტომ როცა „ტერმინატორი 3“-ზე მუშაობა დაიწყო, სადაზღვევო კომპანიებმა ფიორლონგთან კონტრაქტის დადებაზე კატეგორიული უარი თქვეს. საბოლოოდ, მსახიობს უარი უთხრეს იმ ფილმში მონაწილეობაზე, რომელმაც პოპულარული გახადა. ფიორლონგი რამდენჯერმე გადაიღეს მეორეხარისხოვან როლში, თუმცა 2015 წლის შემდეგ ის ეკრანებზე აღარ გამოჩენილა.

მაკოლეი კალკინი

Маколей Калкин.

ფილმმა „მარტო სახლში“ მაკოლეი კალკინს მსოფლიოში სახელი გაუთქვა, მაგრამ რაც უფრო იზრდებოდა მსახიობი, მით უფრო ცუდად ვითარდებოდა მისი კარიერა. სულ უფრო ხშირად საუბრობდნენ მაკოლეის ნარკოდამოკიდებულებაზე, რაც საყვარელ გოგონასთან, მილა კუნისთან განშორების მიზეზი გახდა. ამის შემდეგ მსახიობს სუიციდის მცდელობა ჰქონდა. დიდი ხნის შემდეგ მაკოლეიმ შეძლო ნორმალურ ცხოვრებას დაბრუნებოდა, თუმცა ბავშვობისდროინდელი წარმატების განმეორება ვეღარ მოახერხა.

დენიელ რედკლიფი

Дэниел Рэдклифф.

ჰარი პოტერის როლმა ნორჩი მსახიობის ცხოვრებას სამუდამო დაღი დაასვა. მკაცრმა შეზღუდვებმა, ჩაცმის სტილმა, ვარცხნილობამ და ქცევის წესებმაც კი დენიელ რედკლიფი საკუთარი დიდების მძევლად აქცია. ნორჩი ვარსკვლავის მიმართ პუბლიკის გამუდმებულმა ყურადღებამ რედკლიფი აიძულა მოდუნების მიზნით სულ უფრო ხშირად ალკოჰოლი მიეღო. საბედნიეროდ, მან დროულად შეჩერება შეძლო და როგორც თავად ამტკიცებს, ამჟამად დამღუპველი ჩვევისგან სრულიად თავისუფალია.

„პროგრესნიუსი“

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close