მთავარი»მსოფლიო»60 წელი ერთად იცხოვრეს და ერთ დღეს გარდაიცვალნენ – კორონავირუსის მსხვერპლთა სულის შემძვრელი ისტორია

60 წელი ერთად იცხოვრეს და ერთ დღეს გარდაიცვალნენ – კორონავირუსის მსხვერპლთა სულის შემძვრელი ისტორია

9
გაზიარებები
Pinterest Google+

იტალიელი წყვილი, კორონავირუსით ერთ დღეს გადაიცვალა. მათ ქორწინებაში ერთად 60 წელი გაატარეს. ამის შესახებ Elmundo წერს.

86 წლის ლუიჯი კარარამ და 82 წლის სევერა ბელოტიმ ბოლო დღეები იზოლაციაში, თავიანთ მშობლიურ ქალაქში ალბინოში, ბერგამოს პროვინციაში გაატარეს. იზოლაციაში წყვილი 8 დღე იმყოფებოდა და მათ სამედიცინო დახმარება არ მიუღიათ.

ადგილობრივ მედიასთან საუბარში მათმა შვილმა, ლუკა კარარამ აღნიშნა, რომ მამამისი ბერგამოს საავადმყოფოში გასულ შაბათს გადაიყვანეს, ხოლო დედა – კვირას. მამა ადგილობრივი დროით 09:15 საათზე, ხოლო დედა – 11:00 საათზე გარდაიცვალა.

ისინი მარტონი გარდაიცვალნენ. შენი მშობლები მარტო დარჩნენ და შენ საშუალებაც კი არ გაქვს მათ დაემშვიდობო, ჩაეხუტო, დააწყნარო ან უბრალოდ უთხრა ტკბილი ტყუილი, რომ ყველაფერი კარგად იქნება – ამბობს ის.

პრაიმტაიმი

წინა პოსტი

საქართველოს საპატრიარქო კორონავირუსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

შემდეგი პოსტი

ჩინეთი ვირუსების ექსპორტიორი ხდება - „ნუ იქნებით პანიკაში, თუ არ აპირებთ ვირთხების ჭამას”