მსოფლიო

„6 მილიონად ვყიდი კატას, რომელიც კორონავირუსისგან დაგიცავთ“ – განცხადება რუსულ ინტერნეტ-გვერდზე

ხაბაროვსკში, ონლაინ-გაყიდვების გვერდზე განათავსდა განცხადება კატის შესახებ, რომელიც პატრონის თქმით, კორონავირუსისგან იცავს.
„6 მილიონ რუბლად იყიდება უნიკალური კატა-თილისმა, სახელად ტიმონი. იცავს ნებისმიერი ვირუსისა და დაავადებისგან და მოაქვს წარმატება. შეუძლია იმქვეყნიურ სამყაროსთან კონტაქტი“ – ვკითხულობთ განცხადებაში.
განცხადებაში მითითებულია, რომ უნიკალურ ფისოს წინასწარმეტყველებაც შეუძლია, ამიტომ პატრონის მხრიდან ფასის დაკლების წინადადებები არ განიხილება.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის თებერვალში, რუსეთის ერთ-ერთ რეგიონში მცხოვრებმა 61 წლის მამაკაცმა სანადირო იარაღიდან გასროლით მოკლა მეზობელი, რომელსაც კატის მოპარვას აბრალებდა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close