ეკონომიკა

50-მდე საწარმო იხურება – სად დასაქმდება ასობით უმუშევარი?

 

საქართველოში 50-მდე პარკების მწარმოებელი საწარმო მუშაობას წყვეტს.  მიზეზი  საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებაა, რომლის მიხედვით,  1 აპრილიდან სრულად აიკრძალება პოლიეთილენის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია.

როგორც „2020NEWS-ს“ „გვგ პლასტის“ ქარხნის წარმომადგენელმა განუცხადა, საწარმოების გაჩერების შემთხვევაში, ქართულ ბაზაზე პარკების დეფიციტი შეიქმნება, რადგან სახელმწიფოს რესურსი არ გააჩნია, ქაღალდისა და ბიოდეგრადირებადი  პარკები უცხოეთიდან შემოიტანოს.

„სამინისტროს სურვილია, ჩანაცვლება მოხდეს ქაღალდისა და ბიოდეგრადირებადი პარკებით. ჩემი ინფორმაციით,   საქართველოს მასშტაბით, არცერთი საწარმო მზად არ არის, ასეთი პარკი აწარმოოს, რადგან ყველას გადაიარაღება სჭირდება.რაც შეეხება ქაღალდის პარკების წარმოებას, სრულიად არარეალურია. ერთ წელიწადში, ხე-ტყე აღარ დარჩება საქართველოში. ერთადერთი გამოსავალი ბიოდეგრადირებადი პარკების წარმოებაა, რისთვისაც არცერთი საწარმო მზად არაა. პირველ აპრილს  ყველა საწარმო იძულებული იქნება, მუშაობა შეწყვიტოს , საუბარია  50-მდე საწარმოზე,“- განუცხადა სააგენტოს „გვგ პლასტის“ წარმოამდგენელმა.

„გვგ პლასტის“ წარმოამდგენელის თქმით, გარემოს დაცვის სამინისტროს არაერთხელ მიმართეს, რომ  ბიოდეგრადირებადი  პარკების წარმოების ვადა გადაეწიათ, თუმცა უშედეგოდ.

„პარკების წარმოების თარიღის  გადაწევა არაერთხელ მოვითხოვეთ. სამინისტროს წარმომადგენლები ზოგჯერ გვხდებოდნენ და ზოგჯერ არა. ჩვენი მხრიდად საკითხი ღიად იყო დასმული, დრო მოეცათ. მაგრამ გადაწყვეტილება არ შეცვალეს. ამ პარკების წარმოებისთვის, არცერთი საწარმო მზად არ არის. თუ არაფერი შეიცვლება, ფაქტობრივად,  შავი ბაზარიც კი უპარკოდ დარჩება,

ჩვენი  კომპანიაც რთულ მდგომარეობაშია, რომელიც 4 წლის წინ გაიხსნა და 5 მილიონის ინვესტიციაა განხორციელებული. ჩვენი ქარხანა არ დაიხურება, რადგან ექსპორტზეც ვმუშაობთ, “- განუცხადეს „2020NEWS-ს“ „გვგ პლასტში“.

„გვგ პლასტის“ მსგავსი მდგომარეობაა კომპანია „პარკები.ჯი-შიც“. როგორც კომპანიის წარმოამდგენელმა სააგენოტოს განუცხადა, 25 მარტიდან, „პარკები.გე“ ფუნქციონირებას წყვეტს  და ათობით ადამიანი უმუშევარი რჩება.

„ჩვენი ქარხანა მზად არ არის ახალ რეგულაციებზე გადასასვლელად – არც დანადგარები გვაქვს და არც მასალა. მასალა უკვე შეკვეთილი გვაქვს, მაგრამ მის ჩამოსვლას დრო დასჭირდება. მზა პროდუქცია რომ ჩამოვიტანოთ,  ძალიან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული.  ამიტომ ჩვენი ქარხანა 25 მარტიდან მუშაობას წყვეტს “, – განუცხადეს სააგენტოს „პარკები.ჯი-ში“.

როგორც კომპანიის წარმომადგენელი აცხადებს, ქვეყანაში არსებული  პარკების მარაგი ერთ კვირაში დამთავრდება.

„ქვეყანას რაც კი პარკების მარაგი აქვს,  ერთ კვირაში გაქრება, ფაქტია, ბაზარზე  დეფიციტი შეიქმნება“, – განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა.

ცნობისთვის,  ბიოდეგრადირებადი პარკები სიმინდის სახამებელით იწარმოება.

შეგახსენებთ, ახალი რეგულაციის ამოქმედების შემდეგ, რომელიც პოლიეთილენის პარკების ქაღალდისა და ბიოდეგრადირებადი პარკებით ჩანაცვლებას გულისხმობს, პირველი აპრილიდან საქართველოში 50-მდე საწარმო დაიხურება. შესაბამისად, ასობით ადამიანი უსამსახუროდ დარჩება.

 2020news.ge

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close