მთავარი»ეკონომიკა»5 მიმართულება, სადაც კორონავირუსის გამო შემოსავალი გაიზარდა

5 მიმართულება, სადაც კორონავირუსის გამო შემოსავალი გაიზარდა

6
გაზიარებები
Pinterest Google+

კორონავირუსი ამ დრომდე უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს მსოფლიო ეკონომიკაზე. ექსპერტები ხშირად საუბრობენ იმაზე, თუ რამდენად ნეგატიურ გავლენას ახდენს ის წამყვანი ქვეყნების ეკონომიკებზე და რამდენად დიდი იქნება მისი გავლენა სამომავლოდაც სხვადასხვა დარგებზე.

თუმცა არის ისეთი დარგები, რომლებმაც პირიქით, ეპიდემიის გავრცელების ფონზე იხეირეს კიდეც. წარმოგიდგენთ ეკონომიკის 5 დარგს, რომელიც ამ პირობებში კარგად მუშაობს.

1. პროდუქტების ონლაინ მიწოდებს სერვისი

კორონავირუსის გავრცელების გამო ადამიანები გარეთ გასვლას სულ უფრო ერიდებიან, განსაკუთრებით კი ისეთ ადგილებში, სადაც ბევრი ადამიანის კონცენტრაცია ხდება, ეს იქნება სავაჭრო ცენტრები თუ სხვა. შესაბამისად, მათ იპოვეს ალტენრატივა და ეს არის მომსახურების მიწოდების სერვისები. თავად რითეილერები აცხადებენ, რომ მათ გაეზარდათ ონლაინ შეკვეთები საკვებ პროდუქტებზე.

აღსანიშნავია, რომ მოთხოვნა არა მხოლოდ საკვები პროდუქტების ონალინ შეძენაზე გაიზარდა, არამედ სხვა სახის პროდუქციაზეც, მათ შორის წიგნების, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ა.შ.

2. საწმენდი საშუალებების გაყიდვები

როგორც ცნობილია, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ერთ-ერთ მთავარი რეკომენდაცია არის ჰიგიენური ნორმების დაცვა, შესაბამისად, გაიზარდა მოთხოვნა ისეთ პროდუქტებზე როგორიცაა ხელების საწმენდი გელები, სპირტის შემცველი საწმენდი საშუალებები, ერთჯერადი გამოყენების სველი ხელსახოცები და ა.შ.

მოთხოვნის ზრდის ფონზე კი ბევრმა მწარმოებელმა პროდუქციაზე ფასიც ასწია და ისინი უზარმაზარ მოგებაზე გაიყვანა.

3. ონლაინ თამაშები

ბევრმა კომპანიამ საკუთარი თანამშრომლები დისტანციურად მუშაობის რეჟიმზე გადაიყვანა ან იძულებით შვებულებაში გაუშვა. შესაბამისად, ადამიანები სულ უფრო მეტ დროს ატარებენ სახლში, შედეგად კი მათ გამოუჩნდათ უფრო მეტი დრო ონლაინ თამაშებისთვის.

ამ პერიოდში ძალიან ბევრმა ონლაინ თამაშებს სერვისმა მომხმარებელთა მნიშვნელოვანი ზრდა დააფიქსირა. ახლა ეს სფერო პოპულარობის პიკზეა და შესაბამისად, უზომოდ გაზრდილია მათი შემოსავლებიც.

4. აპლიკაციები ვიდეოკონფერენციებისთვის

ისევ და ისევ დისტანციურმა მუშაობამ კომპანიებს აიძულა დისტანციური ვიდეოკონფერენცების ჩატარება, რამაც თავის მხრივ, მნიშვნელოვნად გაზარდა მოთხოვნა ისეთ აპლიკაციებზე როგორებიცაა Tencent Conference, WeChat Work, Zoom, Microsoft Teams და Slack. მათი გადმოწერები ხუთჯერ და მეტჯერაა გაზრდილი . ასე მაგალითად თუ App Store და Google Play-დან ამ აპლიაკციების გადმოწერები იანვარში 1,4 მილიონს შეადგენდა, უკვე მარტის პირველ კვირაში 6,7 მილიონია.

5. ვიდეოსერვისები

რაც შეეხება კიდევ ერთ დარგს, ეს არის ვიდეოპორტალები. მსგავს სერვისებზე მოთხოვნა მნიშვნელოვნადაა გაზრდილი. ხელმომწერების რაოდენობა ასიმეტრიულად ეზრდებათ ისეთ პოპულარულ სერივისებს როგორიცაა Netflix, Disney+ და სხვები.

bpn.ge

წინა პოსტი

ზელენსკი ახალგაზრდებს კარანტინის პერიოდში დემოგრაფიული კრიზისის გადაჭრისკენ მოუწოდებს

შემდეგი პოსტი

პურის ქარხნები სტაბილურად მუშაობს, პრობლემა არ არსებობს არც მარაგების, არც პურ-პროდუქტებზე ფასის მხრივ