Sliderსაზოგადოება

22 მაისი წმინდა ნიკოლოზის წმიდა ნაწილების მირონიდან ბარში გადასვენების დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ნიკოლოზობას აღნიშნავს. 22 მაისი წმინდა ნიკოლოზის წმიდა ნაწილების მირონიდან ბარში გადასვენების დღეა.
დღესასწაულთან დაკავშირებით ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში საზეიმო ღვთისმსახურება ჩატარდება. სიონის საპატრიარქო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მღვდელმთავრებთან ერთად აღავლენს. წირვის დასრულების შემდეგ ილია მეორე შეკრებილებს დღესასწაულს მიულოცავს და ტრადიციული ქადაგებით მიმართავს.
ღვთისმსახურება სიონის საკათედრო ტაძარში 10:00 საათზე დაიწყება.
წმინდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედი მეოთხე საუკუნეში მოღვაწეობდა. სასწაულმოქმედების ნიჭი წმინდა ნიკოლოზმა შობიდანვე გამოამჟღავნა. ნათლობისას ჩვილი ნიკოლოზი ემბაზში დამოუკიდებლად რამდენიმე საათის განმავლობაში იდგა. წმინდა ნიკოლოზის წმინდა ნაწილები იტალიის ქალაქ ბარში, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაშია დასვენებული და მათ მირონი სდით. მირონ-ლუკიიდან იტალიის ქალაქ ბარში წმინდა მღვდელმთავრის წმინდა ნაწილები 1087 წელს გადაასვენეს.
მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ნიკოლოზის ხსენებას წელიწადში ორჯერ აღნიშნავს – 19 დეკემბერს, როცა იგი გარდაიცვალა და 22 მაისს, მირონიდან ბარში მისი წმინდა ნაწილების გადასვენების დღეს.
წმინდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მფარველად მას შემდეგ ითვლება, რაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მას ქართული ეკლესია შეავედრა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close