სამართალი

20 ივნისის აქციაზე დაკავებული ლევან ჯიქური უმძიმეს მდგომარეობაშია

20 ივნისის აქციაზე დაკავებული ლევან ჯიქური უმძიმეს მდგომარეობაშია. ამის შესახებ დაკავებულის ადვოკატმა, ალექსანდრე ზუბიაშვილმა განაცხადა. ჯიქურმა 30 კილოგრამი დაიკლო, პარალიზებული აქვს მარჯვენა კიდურები, სისხლში შაქრის შემადგენლობა ძალიან დაბალი აქვს და ეტლითაც კი ვერ ახერხებს გადაადგილებას. ადვოკატის თქმით, ახალგაზრდა 30 დღეზე მეტია შიმშილობს.

“ციხის საავადმყოფოში, მეთვრამეტე დაწესებულებაშია მოთავსებული. 30 კილოგრამი დაიკლო, განახევრებულია კაცი. შაქარი აქვს დაწეული, წნევები აწუხებს. მარცხენა -ხელ-ფეხი აქვს პარალიზებული და პერსონალის დახმარების გარეშე ეტლითაც კი ვერ გადაადგილდება”- განაცხადა უფლებადამცველმა.

ცნობისთვის, 20 ივნისის საქმეზე დაკავებული 6 პირს – ზურაბ ბუდაღაშვილს, ცოტნე ცოტნიაშვილს, ბესიკ თამლიანს, ცოტნე სოსელიას, კახაბერ კუპრეიშვილს და ლევან ჯიქურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული. რამდენიმე დღის წინ მოსამართლემ ლევან ჯიქურის დაცვის მხარის შუამდგომლობა აღმკვეთ ღონისძიებად 5.000 ლარის გირაოს შეფარდებაზე არ დააკმაყოფილა და ჯიქური პატიმრობაში დატოვა. მოსამართლის ამ გადაწყვეტილებას ლევან ჯიქურის მეუღლის ემოციური განცხადება მოჰყვა.

ნიუპოსტი

მეტი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close