მთავარი»მსოფლიო»2 ტრილიონი დოლარი მოსახლეობისა და ეკონომიკისთვის – თეთრი სახლი და კონგრესი ანტიკრიზისულ პაკეტზე შეთანხმდა

2 ტრილიონი დოლარი მოსახლეობისა და ეკონომიკისთვის – თეთრი სახლი და კონგრესი ანტიკრიზისულ პაკეტზე შეთანხმდა

8
გაზიარებები
Pinterest Google+

ევროპული და აზიური ბირჟები 24 მარტს პლიუსით დაიხურა. აშშ-ში Dow Jones-ის ინდუსტრიულმა ინდექსმა 1933 წლის შემდეგ რეკორდული მატება (+11,4%) დააფიქსირა, ფართო ბაზრის ინდექსმა S&P 500-მა +9,4%, ხოლო NASDAQ-ის ინდექსი 8,1%-ით გაიზარდა.  ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.

როგორც The Wall Street Journal-ი წერს, საფონდო ბირჟამ ოპტიმისტური მოლოდინები აჩვენა, მას შემდეგ რაც თეთრი სახლი და კონგრესი ანტიკრიზისულ პაკეტზე შეთანხმდა, რაც ეკონომიკის სტიმულაციისთვის 2 ტრილიონი დოლარის გამოყოფას გულისხმობს.

პაკეტის შესახებ ყველა დეტალი ჯერჯერობით გამოქვეყნებული არ არის, თუმცა ბოლო 24 საათში შეთანხმების თითქმის ყველა ელემენტი უკვე გაწერეს.

250 მილიარდი დოლარია გამოყოფილი კერძო პირებისა და ოჯახებისთვის პირდაპირ გადასარიცხად, 350 მილიარდი დოლარი კრედიტის სახით მცირე ბიზნესისთვის, 250 მილიარდი დოლარი უმუშევრობის დაზღვევის შეღავათებისთვის და კიდევ 500 მილიარდი პრობლემური კომპანიების კრედიტებისთვის.

კანონპროექტი პალატაში გადაიგზავნება, შემდეგ კი აშშ-ის პრეზიდენტთან, რომელიც მის რატიფიცირებას მოახდენს.

დემოკრატებმა ორჯერ დაბლოკეს ანტიკრიზისული პაკეტი. მათი თქმით, პაკეტი არ ითვალისწინებს ფინანსურ დახმარებას საავადმყოფოებისთვის და უმუშევრებისთვის, თუმცა 24 მარტს დემოკრატებმა და რესპუბლიკელებმა კონგრესში განაცხადეს, რომ პაკეტის მიღებისთვის მზად არიან.

წყარო

წინა პოსტი

ნიკა გამყრელიძეს ინფექციური საავადმყოფოდან, სავარაუდოდ, ორ დღეში გაწერენ

შემდეგი პოსტი

არ გამოხატოთ შფოთვა და უიმედობა, ბავშვების თანდასწრებით - განათლების სამინისტრო მშობლებს მიმართავს