მთავარი»საზოგადოება»19 აგვისტოს დაიხურა “მეცხრე არხიც“, ეტყობა, ფერისცვალებაზე ბოროტი ხალხის სახე ჩნდება

19 აგვისტოს დაიხურა “მეცხრე არხიც“, ეტყობა, ფერისცვალებაზე ბოროტი ხალხის სახე ჩნდება

7
გაზიარებები
Pinterest Google+

 

მთავარი მიზანია “რუსთავი 2“ “ქიბარვიზია“ კი არა “ბიძინავიზია“ გახდეს , – ამის შესახებ ჟურნალისტმა ლუბა ელიაშვილმა “2020NEWS”-ს განუცხადა.

ელიაშვილის თქმით, მას შემდეგ რაც ტელეკომპანია ჟურნალისტებმა დატოვეს “რუსთავი 2“-ში ის ადამიანები წავლენ, რომლებსაც კახაბერ ბექაური მიაჩნდათ საკუთარი დამოუკიდებლობის გარანტიად “მეცხრე არხზე“ და გაიქცნენ თავპირის მტვრევით, როცა ელიაშვილი გახდა ტელეკომპანიის დირექტორი.

“რუსთავი 2“-სა და “მეცხრე არხში“ მიმდინარე პროცესებს შორის ყველაზე ცხადი პარალელი არის ის, რომ 19 აგვისტოს დაიხურა “მეცხრე არხიც“ და ამავე პერიოდში გაილაშქრეს “რუსთავი 2“-ის წინააღმდეგაც, ეტყობა ფერისცვალებაზე ბოროტი ხალხის სახეც ჩნდება და იმისიც ვისაც სიკეთე არ უნდა. 19 აგვისტოს გამოჩნდა “მეცხრე არხის“ ნამდვილი ბიზნესსახე და დღევანდელი ცვლილებების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ახლაც მათი მთავარი მიზანია “რუსთავი 2“ “ქიბარვიზია“ კი არა “ბიძინავიზია“ გახდეს. საინფორმაციოს უფროსს არავითარი ვალდებულება არ აქვს, რომ დამფუძნებელი უყვარდეს პირიქით, ის უნდა იყოს ბუფერი დამფუძნებელსა და ჟურნალისტებს შორის, იმიტომ, რომ დამფუძნებლისგანაც კი არ უნდა ჰქონდეს სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევას ადგილი, არათუ ხელისუფლების პირებისგან, რომლებიც დამფუძნებლების სუვერენები არიან. უკაცრავად და “რუსთავი 2“-ში ის ადამიანები წავლენ, რომლებსაც კახაბერ ბექაური მიაჩნდათ საკუთარი დამოუკიდებლობის გარანტიად “მეცხრე არხზე“ და გაიქცნენ თავპირის მტვრევით, როცა მე გავხდი ტელეკომპანიის დირექტორი, მაგრამ ეს არაფერს უშველის. რეალურად ტელევიზია არის პირველ რიგში თავისუფლების მაღალი ხარისხი და ჟურნალისტები მაშინ მუშაობენ წელგამართულად და საკუთარი პროფესიის შესაბამისად, როცა დარწმუნებულები არიან, რომ მათგან პროფესიონალიზმს ითხოვენ და არა მორჩილებას. “რუსთავი 2“-ის შემთხვევაში ცხადია, რომ მფლობელი მორჩილებას ითხოვს, ფორმალური თუ ნამდვილი მფლობელი, ამას არ აქვს მნიშვნელობა. ხალვაშმა გამოაცხადა მე არ ვუყვარვარ ამათ და ამიტომ არ შეიძლება, ჩემთან იმუშაონო, რა შუაშია სიყვარული? ვინ არის ვალდებული, რომ დამფუძნებელი უყვარდეს?“, – განაცხადა ელიაშვილმა.

შეგახსენებთ, “რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის პაატა სალიას განცხადებით ტელეკომპანიიდან გაუშვეს საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე, ტელეწამყვანი ეკა კვესიტაძე , ნანუკა ჟორჟოლიანი , გიორგი გაბუნიაც. ამის შემდგომ არხის რამდენიმე ჟურნალისტმა და “კურიერის“ წამყვანებმა: დიანა ჯოჯუამ, პაატა იაკობაშვილმა, მიშა სესიაშვილმა დატოვა. აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ რაც არხი დატოვეს “კურიერის“ წამყვანებმა დღეს ეთერში საინფორმაციო გამოშვება ეთერში არ გასულა.

2020news.ge

წინა პოსტი

სუსი - რუსულმა ვერტმფრენმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიას გადაუფრინა

შემდეგი პოსტი

„ქოცებო, გაზს დაუწიეთ, ელარჯი არ მიგეწვათ“