საზოგადოება

14 წლის ამერიკელმა ბიჭმა, საქართველოს მოხუცთა თავშესაფარისთვის ფული შეაგროვა

14 წლის გიორგი ვენკომ სკოლაში საქველმოქმედო აქციაზე, ასევე, მსოფლიოს მასშტაბით, 40 ათასი ევრო შეაგროვა და სოფელ ბროწლიანის სათნოების სახლს მოახმარა.

შეგროვებული ფულით მან მოხუცთა თავშესაფარს წყალი გაუყვანა და სახურავი გამოუცვალა.

„მიდგა, მოდგა, ვის აღარ მიმართა, საქველმოქმედო კონცერტიც გამართა და აი, ასე, ამდენ ადამიანს პირობები გაუუმჯობესა.

გიორგიმ საქველმოქმედო ფონდიც შექმნა – “დავეხმაროთ საქართველოს”. არაერთი იდეის გახორციელებას აპირებს,“ – წერს გოგა ჩანადირი.

გიორგი ვენკო დედით ქართველია, მამით – ამერიკელი. ჰოლანდიაში ცხოვრობს. ბროწლიანის პრობლემაზე სწორედ დედისგან გაიგო.

მისი 2-3 წლით უფროსი ძმა ლევანიც ქველმოქმედია. ის წნორის მოხუცთა თავშესაფარს ეხმარება.

რაც შეეხება ბიჭების დედას, ის ტურისტული კომპანია Tika Tours-ის ხელმძღვანელია. სწორედ ამ კომპანიამ წარადგინა საქართველო გასულ წელს ყვავილების საერთაშორისო ფესტივალზე. ყვავილების ნარიყალა და ქართლის დედა ტომოჰონის ინტერნაციონალურ ყვავილების ფესტივალზე მსოფლიოს უამრავმა ადამიანმა ნახა.

fortuna.ge

მეტი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close