Uncategorized

11 მარტივი ხერხი თრომბის თავიდან ასაცილებლად

 

21-ე საუკუნის ადამიანი დროის უდიდეს ნაწილს კომპიუტერის ან ტელევიზორის წინ ატარებს, რაც სიცოცხლისთვის საშიში სისხლის შედედების რისკს ზრდის. გულში ან ფილტვებში წარმოქმნილმა სისხლის კოლტებმა შეიძლება სერიოზული გართულებები გამოიწვიოს, თუმცა სწორად შერჩეული ცხოვრების წესმა შეიძლება რისკი მინიმუმამდე შეამციროს.

  1. ერიდეთ ვიწრო და ტანსაცმლის ჩაცმას და გახსოვდეთ, რომ შემოტკეცილმა ჯინსმა შეიძლება სისხლის მიმოქცევის სისტემა დაგიზიანოთ. ჩაიცვით თავისუფალი შარვალი, რომ თავი მაქსიმალურად კომფორტულად იგრძნოთ და ჯანმრთელობა არ დაიზიანოთ.
  2. მიიღეთ ინგლისური მარილის აბაზანები, რომელიც ხელს უწყობს ორგანიზმში ჯანსაღი სისხლის მიმოქცევას.
  3. ერიდეთ ხანგრძლვად ჯდომას და მეტი იმოძრავეთ. ნებისმიერი სახის ვარჯიში სასარგებლოა, თუმცა ყველაზე ეფექტური HIIT ტიპის ვარჯიშია, რომელიც მაღალი ინტენსიურობითსრულდება და ჯანსაღი სისხლის მიმოქვებას ხელსუწყობს.
  4. შორ მანძილზე ავტომობილით გადაადგილების დროს ყოველ 2 საათში ერთხელ შეჩერდით, მანქანიდან გადმოდით და სხეული გაავარჯიშეთ, რომ ბუნებით დატკბეთ და თრომბების წარმოქმნა თავიდან აიცილოთ.
  5. მიირთვით ბუნებრივი სისხლის გამახელებელი. თუ თქვენს ყოველდღიურ რაციონს უმ ნიორს, კურკუმას და გინგოს ჩაის დაუმატებთ, თრომბების წარმოქმნის რისკს შეამცირებთ და ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობას გაიუმჯობესებთ.
  6. მოხარეთ და გაშალეთ ფეხის ტერფი და თითები. „მჯდომარე ცხოვრების წესი“ და საოფისე სამსახური კიდურებში სისხლის მიმოქცევას ასუსტებს. თუ ფეხზე ადგომისა და გასეირნების საშუალება არ გაქვთ, მოხარეთ და გაშალეთ ფეხები და ფეხის თითები, წრიულად ამოძრავეთ ტერფები, რომ სხეულის ამ ნაწილებში სისხლის მიმოქცევა გაუმჯობესდეს.
  7. ხშირად ატარეთ კომპრესიული წინდები.
  8. წაისვით კანზე ცოტაოდენი უკვდავას (ნეგო) ზეთი და მმსუბუქი მასაჟი გაიკეთეთ. Helichrysum ყვითელი ფერის ყვავილი გახლავთ, რომელიც სისხლს ბუნებრივად ათხელებს. ის შეიცავს ასევე ანთების საწინააღმდეგო კომპონენტს, რაც თრომბების საწინააღმდეგო იდეალურ საშუალებად აქცევს.
  9. ზურგზე დაწექით და ფეხები გულზე თუნდაც 15 სმ-ით მაღლა აწიეთ. დამღლელი დღისა და ერთ ადგილზე ხანგრძლივად ჯდომის შემდეგ ეს ვარჯიში სისხლის მიმოქცევის სტიმულირებაში დაეხმარება.
  10. ერიდეთ დიდი ხნის განმავლობაში ფეხის ფეხზე გადადებას. ხშირად შეიცვალეთ პოზა და ფეხებს ძალიან ნუ დატვირთავთ.

fresher.ru თარგმანი „პროგრესნიუსი“

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close