მსოფლიო

10 წუთი 1000 რუბლი – მოსკოველები ქუჩაში სასეირნოდ ძაღლებს ქირაობენ

მოსკოველებმა ძაღლების ქირაობა დაიწყეს, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული მკაცრი იზოლაციის დროს ქუჩაში სასეირნოდ გასვლა შეძლონ.

სოციალურ ქსელებში ვრცელდება განცხადებები ძაღლების გაქირავებაზე, რამაც მოსკოვის საქალაქო საბჭოს დეპუტატის, ალექსანდრე კოზლოვის გაღიზიანება გამოიწვია.

„ზოგიერთი მოსკოველის ბიზნეს-იდეა ბევრ კითხვას აჩენს. სამწუხაროდ, ყოველთვის გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც რთულ სიტუაციას ფულის საშოვნელად იყენებენ“ – აღნიშნა კოზლოვმა.

მოსკოველი დეპუტატის თქმით, ცხოველის მიმართ ასეთი დამოკიდებულება შეიძლება შეფასდეს, როგორც სასტიკი მოპყრობა და უკანონო სამეწარმეო საქმიანობა. მან მოქალაქეებს მოუწოდა დაუფიქრდნენ პოტენციალურ საფრთხეებს და პრობლემებს, რომელიც შეიძლება ცხოველის პატრონთან დაბრუნების შემდეგ გაჩნდეს.

„რატომ ანდობთ ოთხფეხა მეგობარს უცხო ადამიანს? შეიძლება 10 წუთში 1000 რუბლი კარგი ფულია,  მაგრამ ვირუსი თუ აიკიდეთ, შეიძლება მკურნალობისთვის ათი ამდენი დაგჭირდეთ“ – განაცხადა დეპუტატმა.

31 მარტის მონაცემებით, რუსეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 2337-მდე გაიზარდა. ინფიცირებულთა უმეტესობა – 1613 ადამიანი მოსკოვში ცხოვრობს.
30 მარტიდან რუსეთის დედაქალაქში მკაცრი იზოლაციის რეჟიმი ამოქმედდა. მოსკოველებს სახლიდან გამოსვლის უფლება მკაცრად განსაზღვრულ შემთხვევებში აქვთ, მათ შორის აფთიაქში ან მაღაზიაში წასვლის ან შინაური ცხოველის გასეირნების შემთხვევაში.

„პროგრესნიუსი“

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close