მთავარი»Uncategorized»1 აპრილს, 19:00 საათზე, თბილისში, მთავრობის კანცელარიის წინ საპროტესტო აქცია იგეგმება

1 აპრილს, 19:00 საათზე, თბილისში, მთავრობის კანცელარიის წინ საპროტესტო აქცია იგეგმება

10
გაზიარებები
Pinterest Google+

1 აპრილს, 19:00 საათზე, თბილისში, მთავრობის კანცელარიის წინ საპროტესტო აქცია იგეგმება შრომითი უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვის მოთხოვნით.

აქცია ეხმიანება 31 მარტს თბილისში, ვაკეში მშენებლობისას ორი მუშის მიწაში მოყოლას. აქციის ორგანიზატორია სოლიდარობის ქსელი.

“ეს არ არის ინდიფერენტულობა, ეს არ არის უბედური შემთხვევა, ეს არის ადამიანების წამება! ეს უნდა დასრულდეს! უკვე ინდივიდუალურად და კოლექტიურადაც უნდა გვაწუხებდეს ასეთი ამბების მხოლოდ პოსტად გაზიარება და მივიწყება! ჩვენ სახელმწიფო არ გვიცავს, ამიტომ პირდაპირი ბრძოლის და გაერთიანების გარდა არაფერი დაგვრჩა!

გამოდით ყველა, ვისაც შეშფოთების აღარ გჯერათ. გამოდით იმისთვის, რომ ადამიანების წამება და სიკვდილი დასრულდეს!” – წერენ აქციის ორგანიზატორები.

წინა პოსტი

„წარმოვიდგინე ეს რომ თბილისში მომხდარიყო..“

შემდეგი პოსტი

„გრძელდება მეორე ცხედრის ძებნაო.. ამას ერთადერთი სიტყვა - უზნეობა ქვია"