საზოგადოება

1 აგვისტოს, „რუსთავი 2“-ს, „ერთსულოვნებას“ და „ტვ პირველს“ შესაძლოა, ეროვნული მაუწყებლობა შეუწყდეთ

 

სტერეო + განცხადებას ავრცელებს, სადაც წერია, რომ 1 აგვისტოს, „რუსთავი 2“-ს, „ერთსულოვნებას“ და „ტვ პირველს“ შესაძლოა, ეროვნული მაუწყებლობა შეუწყდეთ.

„1 აგვისტოს, 24:00 საათიდან, ეროვნული მაუწყებლობა შესაძლოა, „რუსთავი 2“-ს, „ერთსულოვნებას“ და „ტვ პირველს“ შეუწყდეთ. გადაწყვეტილება პირველმა კერძო მულტიპლექს ოპერატორმა სტერეო +-მა კომპანიაში შექმნილი ურთულესი ფინანსური მდგომარეობის გამო მიიღო. ეს გამოწვეულია ღია საეთერო ეროვნული მაუწყებლების მიერ, მომსახურების საფასურის გადაუხდელობით. აღნიშნული ტელეკომპანიების გათიშვის გადაწყვეტილება მიღებული იქნება იმ შემთხვევაში, თუ დავალიანება მითითებულ დრომდე დაფარული არ იქნება“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახენებთ, რომ “სტერეო +” ციფრულ მაუწყებლობას საქართველოს მასშტაბით უზრუნველყოფს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close