ეს საინტერესოა

ჯორჯ ბაირონი ძმრის დიეტას შეეწირა?

 

თანამედროვე ადამიანების მსგავსად, ჩვენი წინაპრებიც ცდილობდნენ, რომ მოდის ტენდენციებისთვის ფეხი აეწყოთ და თავს უცნაური დიეტებით იტანჯავდნენ. სამწუხაროდ, ზედმეტ გულმოდგინებას ხშირად სავალალო შედეგი მოჰყვებოდა.

XIX საუკუნის ევროპაში ლამაზებად გამხდარი და ფერმკრთალი ადამიანები ითვლებოდნენ. სწორედ ისეთები, როგორიც ინგლისელი პოეტი, ჯორჯ ბაირონი გახლდათ.

ბავშვობიდან სიმსუქნისკენ მიდრეკილი პოეტი წლების მანძილზე ცდილობდა გახდომას და ამისთვის ძმრის დიეტასაც კი მიმართა.
ბაირონი წყალში გაზავებულ ძმარს სვამდა და ძმარში დამბალ ბრინჯს ან კარტოფილს მიირთმევდა. ამასთან, რამდენიმე ფენა შალის ტანსაცმელს ატარებდა, რომ ოფლი გამოსვლოდა და წონაში დაეკლო. შიმშილის გრძნობის მოსაკლავად, პოეტი სიგარას ეწეოდა.
იშვიათად, როცა ზოგჯერ ცდუნებას ვერ უძლებდა, დიდი ოდენობით მაშინდელ საფაღარათო საშუალებას – მაგნიუმს იღებდა.

ბაირონის ბიოგრაფების ჩანაწერების მიხედვით ირკვევა, რომ 18 წლის ბაირონი 88 კგ. იწონიდა, ხოლო 23 წლის ასაკში 57 კგ-ზე ნაკლები გახლდათ. უდიდესი ნებისყოფისა და ძმრის დიეტის წყალობით, პოეტმა 30 კგ-ზე მეტი დაიკლო და ავადმყოფურ სიგამხდრეს მიაღწია,  თუმცა ამისთვის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დათმობა მოუხდა. ჯორჯ ბაირონი სრულიად ახალგაზრდა, 37 წლის ასაკში გარდაიცვალა. ექიმები მის ნაადრევ სიკვდილს სწორედ ძმრის დიეტას უკავშირებენ, რომელმაც პოეტის ორგანიზმი მთლიანად გამოფიტა.

„პროგრესნიუსი“

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close