პოლიტიკა

„ქალბატონო ნინო, სააკაშვილი ცდილობდა ფიზიკურად გაენადგურებინა, ციხეში რაში სჭირდებოდა უმრავლესობა?“

“სააკაშვილის დროს პრაქტიკულად არცერთი ოპოზიციური ლიდერი ციხეში არ იჯდა. პოლიტიკური პარტიის ლიდერი რომ ციხეში არ უნდა ჩასვა, ეს სააკაშვილმა იცოდა, თორემ ძალიან დიდი სიამოვნებით დამიჭერდა, მაგრამ იცოდა მან ამას რა მოჰყვებოდა“ – ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძე, განაცხადა. ექსპერტი ირაკლი ლატარია პოლიტიკოსს სოციალური ქსელის საშუალებით პასუხობს:

„სააკაშვილს, პოლიტიკური ლიდერები არ ყოლია ციხეშიო განაცხადა ნინო ბურჯანაძემ!!!

ქალბატონო ნინო:

ნაწილობრივ შეიძლება დაგეთანხმოთ, სააკაშვილი ცდილობდა ფიზიკურად გაენადგურებინა ყველა (მოეკლა) ვინც მის წინააღმდეგ იყო და ის ამას ციხეში, ქუჩაში და კაბინეტშიც ახერხებდა, ციხეში რაში სჭირდებოდა უმრავლესობა?

იმედია გვარების შეხსენება არ გჭირდებათ მაგრამ მაინც ჩამოგითვლით:

გურამ შარაძე (მოკლული), ბადრი პატარკაციშვილი (მოკლული), სულხან მოლაშვილი (ნაწამები), კობა დავითაშვილი (გატაცებული და ნაცემი ისე, რომ სიცოცხლეს ითვლის დღემდე), ირაკლი ოქრუაშვილი (გათიშული, სულიერად ნაწამები და ქვეყნიდან ძალით გაძევებული), ზურაბ ჟვანია (მოკლული), ირაკლი ბათიაშვილი (დაჭერილი) – ეს რაც შეეხება პოლიტიკურ ლიდერებს, ხოლო ჩვეულებრივ მისი პოლიტიკის წინააღმდეგ ვინც წავიდა, ყველას გვახსოვს რაც შეემთხვათ 26 მაისს, 7 ნოემბერს და ა.შ

მაგრამ თქვენ ეს ყველაფერი კარგად გახსოვთ და ეჭვი მაქვს, რომ თქვენი ოპოზიციონერობა იყო ფარსი და ყველა ნაბიჯს დგავდით მიშასთან ერთად, რაც ძალიან სამწუხაროა და ამავე დროს გულის ამრევიც.

წერტილი!!!“ – წერს ირაკლი ლატარია.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close