პოლიტიკა

უკრაინიდან კონსულტაციებისთვის გამოწვეული ელჩი 25 მაისს საგარეო უწყებაში დაიბარეს

საქართველოს ელჩი უკრაინაში თეიმურაზ შარაშენიძე, რომელიც უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ კონსულტაციებისთვის გამოიწვიეს, საგარეო უწყებაში 25 მაისს არის დაბარებული. საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, უკრაინასთან სტრატეგიული ურთიერთობა გადახედვას არ ექვემდებარება, თუმცა აღნიშნულმა სიტუაციამ ორმხრივ ურთიერთობებში სერიოზული პრობლემები შექმნა.

„უკრაინაში საქართველოს ელჩი უკვე ჩამოვიდა, ორკვირიანი კარანტინი უსრულდება ორშაბათს და არის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარებული. ჩვენ გავივლით ყველა დეტალს, მათ შორის ყველა ძირითად საკითხზე რაც არის დაკავშირებული არსებულ სიტუაციასთან და ჩვენს ურთიერთობებთან სტრატეგიულ პარტნიორ უკრაინასთან მიმართებაში. მიუხედავად ამ პრობლემისა, ვაგრძელებთ უკრაინასთან სტრატეგიულ ურთიერთობას და ეს გადახედვას არ ექვემდებარება. თუმცა იმ სიტუაციამ ორმხრივ ურთიერთობებში სერიოზული პრობლემები შექმნა და გვჭირდება ანალიზი თუ როგორ უნდა გაგრძელდეს ორმხრივი ურთიერთობა,“ – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

შეგახსენებთ, რომ უკრაინიდან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩის, თეიმურაზ შარაშენიძის თბილისში კონსულტაციებისთვის გამოწვევის შესახებ ცნობილი 8 მაისს გახდა. ეს გადაწყვეტილება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილს სააკაშვილის უკრაინაში რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშვნას უკავშირდებოდა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close